ჩაბარების ვადა:

18 სექტემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T23813 - ტენდერი საქართველოს ეროვნული ბანკის კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის აუდიტის მომსახურებაზე

ტენდერის აღწერილობა:

სააქციო საზოგადოება „ლიბერთი ბანკი“ აცხადებს კომპანიის შესარჩევ ტენდერს საქართველოს ეროვნული ბანკის კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობისა და ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონთან შესაბამისობის აუდიტის მიზნით, ქვემოთ მოცემული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. 

მოთხოვნები:

  • კომპანიას გააჩნია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტების ჩატარების სულ მცირე 3-წლიანი გამოცდილება;
  • კომპანიას ჩატარებული აქვს სულ მცირე 2 მსგავსი პროექტი ბოლო 2 წელიწადში;
  • კომპანიას ჰყავს აუდიტორი, რომელიც ჩართული იყო სულ მცირე 2 მსგავს პროექტში ბოლო 2 წელიწადში;
  • აუდიტის პროცესში ჩართული გუნდის წევრებს გააჩნიათ შესაბამისი კვალიფიკაცია;
  • ციფრული მმართველობის სააგენტოს ავტორიზაცია ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტის ჩატარებაზე;

შეთავაზება უნდა მოიცავდეს:

  • კომპანიის რელევანტური გამოცდილების დასადასტურებლად, პროექტების სია;
  • აუდიტის პროცესში ჩართული პირების როლების აღწერა და CV;
  • აუდიტში ჩართული პირების კაც/დღეების გადანაწილება;
  • პროექტის გეგმა და ვადები;
  • მეთოდოლოგია;
  • ფინანსური წინადადება;
  • ციფრული მმართველობის სააგენტოს ავტორიზაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

უპირატესობა მიენიჭებათ კომპანიებს, რომლებსაც ჰყავთ რეზიდენტი აუდიტორი.

აუდიტის სკოუპი:

  • ლიბერთი ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ეროვნული ბანკის კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობის შეფასება;
  • ლიბერთი ბანკის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის შესაბამისობის შეფასება ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონისა და დაკავშირებული კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებთან;

აუდიტის შედეგები:

  • 2 ანგარიში:
    - ანგარიში ეროვნული ბანკის კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობაზე;
    - ანგარიში საქართველოს კანონთან შესაბამისობის შეფასებაზე;
  • ანგარიშები, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს:
    - შესაბამისობის შეფასება შეჯამება;
    - ცალკეულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება;
    - შეუსაბამობების ჩამონათვალი შესაბამისი კლასიფიკაციით;
    - რეკომენდაცია როგორ უნდა გამოსწორდეს შეუსაბამობები;
    - აუდიტი მეთოდოლოგიის აღწერა;
    - შეუსაბამობების ჩამონათვალი, კლასიფიკაციითა და რეკომენდაციებით ცალკე excel-ის ფორმატში.

ბანკის მხრიდან კომპანიასთან ურთიერთობის გაგრძელებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მხარეთა შორის გაფორმდება ხელშეკრულება დანართი #1-ის შესაბამისად;

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 18 სექტემბერი, 18:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: N/A;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:

შესყიდვების მენეჯერი:
შორენა თავაძე
მობ: 595 901 200
ელ-ფოსტა: shorena.tavadze@lb.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 79200000 საბუღალტრო, აუდიტორული და ფისკალური მომსახურებები