18 ოქტომბერი 2024, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT24003 - ტენდერი მონაცემთა რეზერვირებისთვის, სერვერული აპარატურისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს 2 ლოტად, მონაცემთა რეზერვირებისთვის, სერვერული აპარატურისშეძენა მონტაჟისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვის მიზნით.
ლოტი 1 - მონაცემთა რეზერვირებისთვის, სერვერული აპარატურის შეძენა, მონტაჟი
ლოტი 2 - პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 18 ოქტომბრის 18:00 საათი.
სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტოინფორმაცია, სს „ქართუ ბანკი“ (ტენდერის დასახელება - მონაცემთა რეზერვირებისთვის, სერვერული აპარატურის და პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვის მიზნით)
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.
საკონტაქტო პირი ტექნიკურ და სხვა საორგანიზაციო საკითხებზე:
საორგანიზაციო საკითხებზე:
მარიამ ლეჟავა, მობილური ნომერი: (+995) 591218000, ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (600);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge
ტექნიკურ საკითხებზე:
ლერი სამადაშვილი
მობილური ნომერი: (+995) 598504469, ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (259);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge
საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგისავალდებულო დოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის პროცესში.
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
- შემოთავაზებული საქონელი და მომსახურება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1და დანართი #2-ში მოცემულ მინიმალურ პარამეტრებს/სპეციფიკაციებს.
ძირითადი მოთხოვნები:
ლოტი 1 - მონაცემთა რეზერვირებისთვის, სერვერული აპარატურის შეძენა, მონტაჟი (დანართი #1)
- სარეზერვო ასლების სანახი მოწყობილობა - რაოდენობა 2 ცალი
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF), რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის გაყიდვის ავტორიზაციას, სადაც მითითებული იქნება პრეტენდენტის დასახელება.
- მოწოდებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს მწარმოებლის არანაკლებ 3 წლიანი გარანტია და საგარანტიო ვადის ათვლა უნდა დაიწყოს საქონლის მოწოდების დღიდან (საქონლის მოწოდების შემდგომ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელი უნდა იყოს მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე)
ლოტი 2 - პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა (დანართი #2)
- სარეზერვო ასლების მართვის (Backup Solution) პროგრამული უზრუნველყოფა - რაოდენობა: 200 ვირტუალური მანქანა.
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის პარტნიორობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმა შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტზე (MAF);
- პროდუქტის ტექნიკური მხარდაჭერის ხანგრძლივობა უნდა იყოს 12 თვე მიწოდების დღიდან.
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ფაქტიურად მოწოდებული საქონლის/მომსახურების შესახებ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში - ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.
- საქონლისა და მომსახურების მიწოდება - უნდა განხორცილედეს, ბანკის სათაო ოფისში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში, მისამართზე ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა.
შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://www.cartubank.ge/index.php?m=464
ტენდერის კატეგორია:
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები