ჩაბარების ვადა:

18 ოქტომბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24085 - ტენდერი ელექტრო მანქანის დამტენის შესყიდვა/მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „ორი ნაბიჯი“ გიწვევთ ტენდერში მონაწილეობის მისაღებად და გაცნობებთ, რომ მზად არის შეისყიდოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან 1 ერთეული მანქანის დამტენი მონტაჟით.

გთხოვთ იხილოთ დანართი N1, სადაც წარმოდგენილი ფასები უნდა იყოს მითითებული ლარში დღგ-ს ჩათვლით.

გაითვალისწინეთ რომ საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

  • ელექტრო დამტენი უნდა იყოს სწრაფი დამუხტვის ტიპის (DC);
  • ელექტრო დამტენში უნდა იყოს ინტეგრირებული ორი დამტენის თავი, ესენია: CHademo და CSS;
  • ელექტრო დამტენს ერთდროულად უნდა შეეძლოს ორი ავტომანქანის დამუხტვა;
  • ელექტრო დამტენი უნდა იყოს ინტეგრირებული აპლიკაციასთან და მომხარებლისთვის უნდა იყოს შესაძლებელი ნახოს
  • დამტენი როგორც რუკაზე, ისე საჭიროების შემთხვევაში შეასრულოს სხვადასხვა ოპერაციები (დატენვის დაწყება, გადარიცხვის შესრულება და ა.შ);
  • ელექტრო დამტენი მანქანასთან დაკავშირებისას შეერთებიდან 30 წუთის განმავლობაში უნდა იყოს უფასო. 30 წუთის გასვლის შემდგომ მომხარებელს უნდა მიუვიდეს შეტყობინება იმასთან დაკავშირებით რომ უფასო დატენვის დრო ამოიწურა და გადადის ფასიან რეჟიმზე;
  • ფასიანი რეჟიმის პერიოდში ტარიფის განსაზღვრა უნდა შეგვეძლოს ჩვენ;
  • ელექტრო დამტენი განკუთვნილი უნდა იყოს გარე ტერიტორიისათვის;
  • ელექტრო დამტენის სიმძლავრე უნდა იყოს 50 Kw-ის ფარგლებში
  • შემოთავაზებასთან ერთად გთხოვთ მოგვაწოდოთ მისამართები, ანუ მომსახურების წერტილები როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომერზე, ან ელ. ფოსტის საშუალებით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ დალუქული კონვერტით, ან გადმოაგზავნონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2024 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით ქვემოთ მითითებულ მისამართზე.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად განცხადებები მიიღება: 2024 წლის 18 ოქტომბრის ჩათვლით

განაცხადების მიღება ხორციელდება სამუშაო დღეებში: 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები: 

  • კომპანიის სრული დასახელება
  • საკონტაქტო პირის სახელი და გვარი
  • მისამართი
  • ტელეფონი
  • საბანკო რეკვიზიტები
  • თანდართული ჩამონათვალის მიხედვით, პროდუქციის დასახელება, სპეციფიკაცია, ერთეულის ფასი დღგ-ს ჩათვლით
  • მიწოდების ვადა და პირობები
  • უახლესი ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
  • ცნობა შემოსავლების სამსახურიდან ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არ არსებობის შესახებ
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან,  რომ იურიდიული პირის ქონება არ არის დატვირთული საგადასახადო გირავნობით/იპოთეკით/ ან/და არ ადევს ყადაღა/საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა
  • ცნობა საჯარო რეესტრიდან, რომ არ მიმდინარეობს კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია
  • ცნობა სასამართლოდან, რომ კომპანიის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების ან სანაციის საქმის წარმოება
  • ცნობა მომსახურე ბანკიდან ანგარიშზე საინკასო დავალების/ყადაღის არ არსებობის შესახებ
  • ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი და საკონტაქტო ინფორმაცია (სასურველია რეკომენდატორების მითითება)

შენიშვნები: 

  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ უფლებას იტოვებს მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
  • თუ პრედენდენტს არ შეუძლია გარკვეული ნაწილისა თუ სერვისის მოწოდება შეუძლია გამოტოვოს გრაფა.

რეკვიზიტები:

საკონტაქტო პირი: გიორგი ახალაია

ტელეფონი: 591 967 410
E-mail: Giorgi.akhalaia@orinabiji.ge
მისამართი: 2 ნაბიჯი, ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, თბილისი, 0113, საქართველო 

ტენდერის კატეგორია:

  • 34300000 ნაწილები და აქსესუარები სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ძრავებისათვის