
8 ნოემბერი 2024, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT24253 - ტენდერი პრივილეგირებული მომხმარებლების მონიტორინგისა და კონტროლის სისტემის (PAM) შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს, პრივილეგირებული მომხმარებლების მონიტორინგისა და კონტროლის სისტემა (PAM) შესყიდვის მიზნით
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა.
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა:
2024 წლის 8 ნოემბერი 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: პრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სს „ქართუ ბანკი“ (ტენდერის დასახელება - პრივილეგირებული მომხმარებლების მონიტორინგისა და კონტროლის სისტემა (PAM) შესყიდვა).
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: ქ.თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.#39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.
საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია/ინფორმაცია:
- საბანკო რეკვიზიტები;
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
- ტექნიკური დავალების საფუძველზე, წინადადების ღირებულება;
- პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
- ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
- სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
- შემოთავაზებული წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.
ძირითადი მოთხოვნები:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF), რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის გაყიდვის ავტორიზაციას, სადაც მითითებული იქნება პრეტენდენტის დასახელება
- საქართველოში უნდა არსებობდეს შემოთავაზებული საქონლის მომწოდებლის მინიმუმ 2 ავტორიზებული სერვის-ცენტრი. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია
- მოწოდებული საქონელი (მისი ყველა კომპონენტი) უნდა იყოს ახალი (არ უნდა იყოს მეორადი გამოყენების)
- მოწოდებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს მწარმოებლის არანაკლებ 1 წლიანი მხარდაჭერა, ვადის ათვლა უნდა დაიწყოს საქონლის მოწოდების დღიდან (საქონლის მოწოდების შემდგომ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელი უნდა იყოს მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე)
- მხარდაჭერის პერიოდის მანძილზე შემსყიდველს უნდა ჰქონდეს ცხელი ხაზით, ელ. ფოსტით და პორტალით მწარმოებელთან ინციდენტის რეგისტრირების საშუალება.
- პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს შემოთავაზებული სისტემის მწარმოებლის მიერ, მომსახურებაზე სერტიფიცირებული მინიმუმ 1 ინჟინერი, რომელიც აკრედიტებული იქნება შემოთავაზებული სისტემის ინსტალაციაზე;
- პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 (ორი) პროექტი შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ანალოგიური ტექნოლოგიების გამოყენებით;
- შემოთავაზებული პროდუქტის მიწოდება და ინსტალაცია უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 90 დღეში.
შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია.
სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://www.cartubank.ge/index.php?m=464
საკონტაქტო პირი საორგანიზაციო საკითხებზე:
მარიამ ლეჟავა
მობილური ნომერი: (+995) 591218000, ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (600);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge
საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე:
არსენ წიკლაური
მობილური ნომერი: (+995) 595 22 20 51, ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (248);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge
ტენდერის კატეგორია:
- 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
- 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები