ჩაბარების ვადა:

8 ნოემბერი 2024, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T24253 - ტენდერი პრივილეგირებული მომხმარებლების მონიტორინგისა და კონტროლის სისტემის (PAM) შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ღია ტენდერს, პრივილეგირებული მომხმარებლების მონიტორინგისა და კონტროლის სისტემა (PAM) შესყიდვის მიზნით

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია და სატენდერო შემოთავაზებები დედნების სახით ქართულ ენაზე უნდა წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. #39ა.

შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა

2024 წლის 8 ნოემბერი 18:00 საათი. სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში, რომელზეც მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაციაპრეტენდენტის დასახელება, საკონტაქტო ინფორმაცია, სსქართუ ბანკი (ტენდერის დასახელება - პრივილეგირებული მომხმარებლების მონიტორინგისა და კონტროლის სისტემა (PAM) შესყიდვა).

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება, ასევე, დოკუმენტების ხელზე გატანა (სურვილის შემთხვევაში) პრეტენდენტს შეუძლია (მისამართიდან: .თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.#39ა) სატენდერო წინადადების შემოთავაზებისთვის განსაზღვრული ვადის გასვლამდე.

საკვალიფიკაციო და სავალდებულო დოკუმენტაცია:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია/ინფორმაცია:

  • საბანკო რეკვიზიტები;
  • ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლედ აღწერილობა (გამოცდილება, კლიენტების სია);
  • ტექნიკური დავალების საფუძველზე, წინადადების ღირებულება;
  • პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდა იყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს ნებისმიერი იურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი.
  • სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • შემოთავაზებული წინადადება სრულად უნდა აკმაყოფილებდეს დანართ N1-ით გათვალისწინებულ ტექნიკურ მოთხოვნებს.

ძირითადი მოთხოვნები: 

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის წერილი (MAF), რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის გაყიდვის ავტორიზაციას, სადაც მითითებული იქნება პრეტენდენტის დასახელება
  • საქართველოში უნდა არსებობდეს შემოთავაზებული საქონლის მომწოდებლის მინიმუმ 2 ავტორიზებული სერვის-ცენტრი. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია
  • მოწოდებული საქონელი (მისი ყველა კომპონენტი) უნდა იყოს ახალი (არ უნდა იყოს მეორადი გამოყენების)
  • მოწოდებულ საქონელზე უნდა ვრცელდებოდეს მწარმოებლის არანაკლებ 1 წლიანი მხარდაჭერა, ვადის ათვლა უნდა დაიწყოს საქონლის მოწოდების დღიდან (საქონლის მოწოდების შემდგომ აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელი უნდა იყოს მწარმოებლის ოფიციალურ საიტზე)
  • მხარდაჭერის პერიოდის მანძილზე შემსყიდველს უნდა ჰქონდეს ცხელი ხაზით, ელ. ფოსტით და პორტალით მწარმოებელთან ინციდენტის რეგისტრირების საშუალება.
  • პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს შემოთავაზებული სისტემის მწარმოებლის მიერ, მომსახურებაზე სერტიფიცირებული მინიმუმ 1 ინჟინერი, რომელიც აკრედიტებული იქნება შემოთავაზებული სისტემის ინსტალაციაზე;
  • პრეტენდენტს ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 2 (ორი) პროექტი შემოთავაზებული საქონლის მწარმოებლის ანალოგიური ტექნოლოგიების გამოყენებით;
  • შემოთავაზებული პროდუქტის მიწოდება და ინსტალაცია უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 90 დღეში. 

შენიშვნა: ბანკს უფლება აქვს სატენდერო დოკუმენტაციაში, განცხადებაში შეიტანოს ცვლილება, აღნიშნული ინფორმაცია/ცვლილება გამოქვეყნდება პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადებების წარდგენის ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 48 საათით ადრე, სს „ბანკი ქართუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ტენდერების იმავე ონლაინ პორტალზე სადაც გამოქვეყნდა ტენდერის შესახებ ინფორმაცია. 

სრული სატენდერო დოკუმენტაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე:
https://www.cartubank.ge/index.php?m=464

საკონტაქტო პირი  საორგანიზაციო საკითხებზე:

მარიამ ლეჟავა
მობილური ნომერი: (+995) 591218000, ქალაქის ნომერი:
 (032) 200 80 80 (600);
ელ ფოსტა: procurement@cartubank.ge

საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებზე:

არსენ წიკლაური
მობილური ნომერი: (+995) 599 22 20 51, ქალაქის ნომერი: (032) 200 80 80 (248);
ელ ფოსტა:
procurement@cartubank.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 48900000 სხვადასხვა სახის პროგრამული პაკეტები და კომპიუტერული სისტემები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
  • 48800000 საინფორმაციო სისტემები და სერვერები
  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები