ჩაბარების ვადა:

5 ნოემბერი 2024, 15:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T24327 - ტენდერი სამუშაო ინსტრუმენტების შესყიდვაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯიას/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სამუშაო ინსტრუმენტების  შესყიდვაზე.

დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელეტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით

ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.

შესყიდვის ობიექტი:

 

პროდუქტი

რაოდენობა

1

ალუმინის კუთხე (გონიო) 350 x 190 მმ.

2
2

ბრტყელტუჩა - ზომა: 8"/200mm (მეტალის რეზინის სახელურით)

10

3

გერმეტიკის პისტოლეტი

10

4

ელექტრო სახრახნისის თავაკი - ზომა: სიგრძე 50 mm. თავის ზომა - PH1

30

5

ელექტრო სახრახნისის თავაკი - ზომა: სიგრძე 50 mm. თავის ზომა - PH2

150

6

ექვსკუთხა სახრახნისის ნაკრები - ზომა 1.5-10mm (9 ცალი)

5

7

კემპის შედუღების აპარატის კონექტორი

60

8

კემპის შედუღების აპარატის კონექტორის დამაკავშირებელი

60

9

კემპის ცხვირი (სწრაფჩამკეტი)

60

10

მაგნიტური გონიო (თარაზო)

5
11

მოქლონის ხელის ინსტრუმენტი - ზომა: სიგრძე 260 mm. ზომა: 2.4mm, 3.2mm,4mm,4.8mm

10

12

პულივიზატორი 1,8mm (DCA)

5
13

საზომი რგოლი (რულეტკა) 5 მ.*19MM

5
14

საკანცელარიო დანა - ზომა:18*100 mm, 173 mm სიგრძე (მეტალის)

200

15

სამუშაო ინსტრუმენ. ჩანთა დაყალიბებული პლასმასით 16 "

12

16

სახრახნისის სწორპირიანი - ზომა: სიგრძე 400 mm. დიამეტრი 8 mm.

10

17

სახრახნისის ფიგურული PH1 - ზომა: სიგრძე 100 mm. დიამეტრი 5 მმ.

30

18

სახრახნისის ფიგურული PH2 - ზომა: სიგრძე 200 mm. დიამეტრი 6 მმ.

70

19

ურო ხის სახელურით 2 კგ.

5

20

ქანჩის გასაღები კომბინირებული 13 მმ.

5

21

ქანჩის გასაღები ნაკრები-6x22;6x7;8x9;10x11;12x13;14x15;16x17;18x19;20x22.

5

22

ქანჩის გასაღების ნაკრები სათადარიგო პირებით 32 ც.-იანი

60

23

ქანჩის გასაღების ნაკრები სათადარიგო პირებით 46 ც.-იანი

10

24

შტანგელი

2

25

ჩაქუჩი (მინაბოჭკოვანი სახელური) - 500 გრ.

10

26

ჩაქუჩი რეზინის

2

27

წებოს პისტოლეტი - წებოს მილის დიამ:11.2mm

5

28

წებოს ჩხირი (11.2mm, სიგრძე: 20 სმ.)

20

29

ხელით რეგულირებადი ქანჩის გასაღები - ზომა: 10"/250mm; მაქსიმალური სიგანე: 50mm

10


ძირითადი მოთხოვნები:

  • გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება
  • მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად 2025 წლის იანვარში
  • ანაზღაურება - პროდუქციის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში
  •  მოწოდების მისამართი ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10

სატენდერო პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):

  • დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
  • დანართი N2- ფასების ცხრილი
    - ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
    - ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება;
  • დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;

ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;

განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;

სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;

გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;

ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.

მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.

დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;

სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 5 ნოემბერი, 15:00 საათი;
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი;
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;

ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:

ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
  • 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    29 ოქტომბერი 2024 დრო 16:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა