5 ნოემბერი 2024, 15:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T24327 - ტენდერი სამუშაო ინსტრუმენტების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „დაირექტ დებიტ ჯორჯია“ ს/კ 205130464 აცხადებს ელექტრონულ ტენდერს სამუშაო ინსტრუმენტების შესყიდვაზე.
დაინტერესებულმა პირებმა წინადადება უნდა წარმოადგინონ შესყიდვების ელექტრონული სისტემის- www.tenders.ge საშუალებით
ტენდერი ჩატარდება ვაჭრობის გარეშე.
შესყიდვის ობიექტი:
პროდუქტი |
რაოდენობა |
|
1 |
ალუმინის კუთხე (გონიო) 350 x 190 მმ. |
2 |
2 |
ბრტყელტუჩა - ზომა: 8"/200mm (მეტალის რეზინის სახელურით) |
10 |
3 |
გერმეტიკის პისტოლეტი |
10 |
4 |
ელექტრო სახრახნისის თავაკი - ზომა: სიგრძე 50 mm. თავის ზომა - PH1 |
30 |
5 |
ელექტრო სახრახნისის თავაკი - ზომა: სიგრძე 50 mm. თავის ზომა - PH2 |
150 |
6 |
ექვსკუთხა სახრახნისის ნაკრები - ზომა 1.5-10mm (9 ცალი) |
5 |
7 |
კემპის შედუღების აპარატის კონექტორი |
60 |
8 |
კემპის შედუღების აპარატის კონექტორის დამაკავშირებელი |
60 |
9 |
კემპის ცხვირი (სწრაფჩამკეტი) |
60 |
10 |
მაგნიტური გონიო (თარაზო) |
5 |
11 |
მოქლონის ხელის ინსტრუმენტი - ზომა: სიგრძე 260 mm. ზომა: 2.4mm, 3.2mm,4mm,4.8mm |
10 |
12 |
პულივიზატორი 1,8mm (DCA) |
5 |
13 |
საზომი რგოლი (რულეტკა) 5 მ.*19MM |
5 |
14 |
საკანცელარიო დანა - ზომა:18*100 mm, 173 mm სიგრძე (მეტალის) |
200 |
15 |
სამუშაო ინსტრუმენ. ჩანთა დაყალიბებული პლასმასით 16 " |
12 |
16 |
სახრახნისის სწორპირიანი - ზომა: სიგრძე 400 mm. დიამეტრი 8 mm. |
10 |
17 |
სახრახნისის ფიგურული PH1 - ზომა: სიგრძე 100 mm. დიამეტრი 5 მმ. |
30 |
18 |
სახრახნისის ფიგურული PH2 - ზომა: სიგრძე 200 mm. დიამეტრი 6 მმ. |
70 |
19 |
ურო ხის სახელურით 2 კგ. |
5 |
20 |
ქანჩის გასაღები კომბინირებული 13 მმ. |
5 |
21 |
ქანჩის გასაღები ნაკრები-6x22;6x7;8x9;10x11;12x13;14x15;16x17;18x19;20x22. |
5 |
22 |
ქანჩის გასაღების ნაკრები სათადარიგო პირებით 32 ც.-იანი |
60 |
23 |
ქანჩის გასაღების ნაკრები სათადარიგო პირებით 46 ც.-იანი |
10 |
24 |
შტანგელი |
2 |
25 |
ჩაქუჩი (მინაბოჭკოვანი სახელური) - 500 გრ. |
10 |
26 |
ჩაქუჩი რეზინის |
2 |
27 |
წებოს პისტოლეტი - წებოს მილის დიამ:11.2mm |
5 |
28 |
წებოს ჩხირი (11.2mm, სიგრძე: 20 სმ.) |
20 |
29 |
ხელით რეგულირებადი ქანჩის გასაღები - ზომა: 10"/250mm; მაქსიმალური სიგანე: 50mm |
10 |
ძირითადი მოთხოვნები:
- გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა პროდუქციის სატესტოდ მოწოდება
- მოწოდება უნდა განხორციელდეს 1 ეტაპად 2025 წლის იანვარში
- ანაზღაურება - პროდუქციის მოწოდებიდან 5 დღის ვადაში
- მოწოდების მისამართი ქ.თბილისი, ჩაჩავას ქ. # 2-4-6-8-10
სატენდერო პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად პრეტენდენტმა საჭიროა სისტემაში ატვირთოს უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული შემდეგი დოკუმენტაცია (PDF ფორმატის ფაილები):
- დანართი N1- კომპანიის რეკვიზიტები;
- დანართი N2- ფასების ცხრილი
- ფასები დაფიქსირებული უნდა იყოს ლარში, დღგ-ს და კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ღირებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს პროდუქციის ადგილზე მოწოდება; - დანართი N3- განხორციელებული პროექტების და შესრულებული სამუშაოების ჩამონათვალი;
ტენდერში გამარჯვების კრიტერიუმია-ღირებულება და ხარისხი;
განფასებაში შეცდომის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ერთეულის ფასს;
სატენდერო შემოთავაზებაში და ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასთა ცდომილების (სხვაობის) შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ელექტრონულად დაფიქსირებულ ფასს;
გამარჯვებულად მიიჩნევა და ხელშეკრულება დაიდება იმ მონაწილესთან, რომელიც წარმოადგენს უკეთეს ფასს და დააკმაყოფილებს სატენდერო ტექნიკურ მოთხოვნებს;
ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია ავანსად გასაცემი თანხის ოდენობით, ასევე შემოსავლების სამსახურიდან გაცემული შედარების აქტი, რომელშიც არ უნდა ისახებოდეს დავალიანება.
მომწოდებლის მხრიდან შესაძლებელია მოხდეს დასაბუთებული პრეტენზიის წარდგენა 3 დღის ვადაში. ვადის ათვლა ხორციელდება მომწოდებლისთვის იმ ინფორმაციის მიწოდების დღიდან, რომელსაც შეეხება პრეტენზია.
დამკვეთის მიერ შესაძლებელია შეწყდეს ტენდერი, შესაბამისი მიზეზების არსებობის შემთხვევაში, რაზეც აუცილებლად ინფორმირებული იქნება ყველა მონაწილე; ასევე დამკვეთი იტოვებს უფლებას ტენდერი სცნოს ანულირებულად თუ ტენდერში მონაწილეობას მიიღებს მხოლოდ ერთი კომპანია;
სხვა დანარჩენი პირობები, შემდგომში გამყიდველსა და მყიდველს შორის გათვალისწინებულ იქნება ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულებაში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge;
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2024 წლის 5 ნოემბერი, 15:00 საათი;
- შეთავაზების ვალუტა: ლარი;
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე;
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში;
ტენდერის მსვლელობის დროს ტექნიკურ და ტენდერის პროცესთან დაკავშირებით კითხვებზე დაუკავშირდით:
ლელა ტყეშელაშვილი
ტელ: +995 599 27 87 97
ltkeshelashvili@ddg.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები
- 44500000 ხელსაწყოები, საკეტები, გასაღებები, ანჯამები, დამჭერები, ჭაჯვები და ზამბარები/რესორები