ჩაბარების ვადა:

10 თებერვალი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T25175 - ტენდერი სააქციო კალათისა და პლასტმასის კალათის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სააქციო კალათისა და პლასტმასის კალათის შესყიდვაზე.

პროდუქტის აღწერილობა:

სააქციო კალათისა და პლასტმასის კალათის შესყიდვა.


საქონლის დასახელება

ტექნიკური მახასიათებლები

რაოდენობა განზომილება
1

სააქციო კალათა მაღაზიისთვის

სააქციო კალათის ზომა: 60X80 სმ; (+-5 სმ)

კალათს უნდა გააჩნდეს 3 დონის რეგულირება და თეთრი ხის დაფა;

დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ;

აწყობის პრინციპი : ჭანჭიკებით / ჭანჭიკების გარეშე

ინფორმაცია თუ რა წონას უძლებს კალათი - მაქსიმალური დატვირთვა;

ინფორმაცია მავთულების და ხის დაფის სისქის შესახები (მმ);

ინფორმაცია კალათის სიმაღლის შესახებ - H და h მონაცემები (სმ);
600 ცალი
2

პლასტმასის კალათა მაღაზიისთვის

მოცულობა: 20-22 ლიტრი;

ფერი: RAL 220-3 Lush green

სახელურების რაოდენობა : 2 ;

მასალა: პლასტმასი;

დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ (ზომა,მასალა და სხვა.);

ინფორმაცია თუ რა წონას უძლებს კალათი;
800 ცალი


ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • პრეტენდენტმა კომერციული წინადადება უნდა წარმოადგინოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, დანართი N1-ის შესაბამისად;
  • პრეტენდენტმა შესასყიდი საქონლის დეტალური ტექნიკური მონაცემები, ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყანის, მწარმოებელი კომპანიის, მოდელის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ის შესაბამისად;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ (დანართი N1);
  • გადახდის პირობა (დანართი N1);
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ (დანართი Ν1)
  • პრეტენდენტი ვალდებულია ტენდერის დასრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში. მისამართი: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, საქართველო, თბილისი, 0113, სამუშაო საათები 09:00-18:00.

*შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიის შემოთავაზებას, რომელის ანგარიშწორების პირობა იქნება 45 (ორმოცდახუთი) დღიანი კონსიგნაცია.

აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმეტები:

  • დანართი N1, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ხელმოწერილი, ისე Excel-ის ფორმატით;
  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.)

შენიშვნები: 

  • შპს „ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას არ შეისყიდოს სრულად ტენდერში წარმოდგენილი რაოდენობები.
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
  • მომწოდებელ კომპანიას აქვს შესაძლებლობა სატენდერო წინადადება წარმოადგინოს როგორც სრულად, ასევე ნაწილობრივ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ მეილზე tenders@orinabiji.ge  2025 წლის, 10 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნატო კობალავა
საკონტაქტო ნომერი: 599 11 77 88
ელ.ფოსტა: 
nato.kobalava@orinabiji.ge  

ტენდერის კატეგორია:

  • 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები