10 თებერვალი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT25175 - ტენდერი სააქციო კალათისა და პლასტმასის კალათის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სააქციო კალათისა და პლასტმასის კალათის შესყიდვაზე.
პროდუქტის აღწერილობა:
სააქციო კალათისა და პლასტმასის კალათის შესყიდვა.
№ |
საქონლის დასახელება |
ტექნიკური მახასიათებლები |
რაოდენობა | განზომილება |
1 |
სააქციო კალათა მაღაზიისთვის |
სააქციო კალათის ზომა: 60X80 სმ; (+-5 სმ) კალათს უნდა გააჩნდეს 3 დონის რეგულირება და თეთრი ხის დაფა; დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ; აწყობის პრინციპი : ჭანჭიკებით / ჭანჭიკების გარეშე ინფორმაცია თუ რა წონას უძლებს კალათი - მაქსიმალური დატვირთვა; ინფორმაცია მავთულების და ხის დაფის სისქის შესახები (მმ); ინფორმაცია კალათის სიმაღლის შესახებ - H და h მონაცემები (სმ); |
600 | ცალი |
2 |
პლასტმასის კალათა მაღაზიისთვის |
მოცულობა: 20-22 ლიტრი; ფერი: RAL 220-3 Lush green სახელურების რაოდენობა : 2 ; მასალა: პლასტმასი; დეტალური ინფორმაცია პროდუქციის შესახებ (ზომა,მასალა და სხვა.); ინფორმაცია თუ რა წონას უძლებს კალათი; |
800 | ცალი |
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- პრეტენდენტმა კომერციული წინადადება უნდა წარმოადგინოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, დანართი N1-ის შესაბამისად;
- პრეტენდენტმა შესასყიდი საქონლის დეტალური ტექნიკური მონაცემები, ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყანის, მწარმოებელი კომპანიის, მოდელის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ის შესაბამისად;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ (დანართი N1);
- გადახდის პირობა (დანართი N1);
- ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ (დანართი Ν1)
- პრეტენდენტი ვალდებულია ტენდერის დასრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში. მისამართი: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, საქართველო, თბილისი, 0113, სამუშაო საათები 09:00-18:00.
*შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიის შემოთავაზებას, რომელის ანგარიშწორების პირობა იქნება 45 (ორმოცდახუთი) დღიანი კონსიგნაცია.
აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმეტები:
- დანართი N1, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ხელმოწერილი, ისე Excel-ის ფორმატით;
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.)
შენიშვნები:
- შპს „ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას არ შეისყიდოს სრულად ტენდერში წარმოდგენილი რაოდენობები.
- შპს ,,ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
- შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
- მომწოდებელ კომპანიას აქვს შესაძლებლობა სატენდერო წინადადება წარმოადგინოს როგორც სრულად, ასევე ნაწილობრივ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2025 წლის, 10 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნატო კობალავა
საკონტაქტო ნომერი: 599 11 77 88
ელ.ფოსტა: nato.kobalava@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები