ჩაბარების ვადა:

10 თებერვალი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T25176 - ტენდერი სატვირთო ურიკისა და პლასტმასის ურიკის შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სატვირთო ურიკისა და პლასტმასის ურიკის შესყიდვაზე.

პროდუქტის აღწერილობა: სამომხმარებლო და გადასავსები ურიკის შესყიდვა.

საქონლის დასახელება ტექნიკური მახასიათებლები რაოდენობა განზომილება
1 მაღაზიის მოხმარებისთვის სატვირთო ურიკა

მიახლოებითი ზომა : 87 (L) X 54 (W) X 95 (H) სმ (+ -5 სმ)

მასალა: მეტალი

სასურველი ტვირთამწეობა:

ზედა თარო: არანაკლებ 25 კგ (მიახლოებითი ზომა:(+ - 5 სმ) 63X48 სმ)

ქვედა თარო: არანაკლებ 200 კგ

ზედა თაროს დაკეცვის და გაშლის შესაძლებლობა
170 ცალი
2 მაღაზიის მოხმარებისთვის პლასტმასის ურიკა

მოცულობა: 70 ლიტრი;

ფერი: მწვანე; RAL 220-3 Lush green;

ბორბლების რაოდენობა: მინიმუმ 3;

მასალა: პლასტმასი
1 500 ცალი

ტენდერის პირობები/მოთხოვნები:

  • პრეტენდენტმა კომერციული წინადადება უნდა წარმოადგინოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, დანართი N1-ის შესაბამისად;
  • პრეტენდენტმა შესასყიდი საქონლის დეტალური ტექნიკური მონაცემები, ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყანის, მწარმოებელი კომპანიის, მოდელის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ის შესაბამისად;
  • ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ (დანართი N1);
  • გადახდის პირობა (დანართი N1);
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ (დანართი Ν1)
  • პრეტენდენტი ვალდებულია ტენდერის დასრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში. მისამართი: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, საქართველო, თბილისი, 0113, სამუშაო საათები 09:00-18:00.

*შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიის შემოთავაზებას, რომელის ანგარიშწორების პირობა იქნება 45 (ორმოცდახუთი) დღიანი კონსიგნაცია.

აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმეტები:

  • დანართი N1, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ხელმოწერილი, ისე Excel-ის ფორმატით;
  • საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
  • ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);

     

შენიშვნები:

  • შპს „ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას არ შეისყიდოს სრულად ტენდერში წარმოდგენილი რაოდენობები.
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
  • შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
  • მომწოდებელ კომპანიას აქვს შესაძლებლობა სატენდერო წინადადება წარმოადგინოს როგორც სრულად, ასევე ნაწილობრივ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ მეილზე tenders@orinabiji.ge  2025 წლის, 10 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით. 

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნატო კობალავა
საკონტაქტო ნომერი: 599 11 77 88
ელ.ფოსტა: 
nato.kobalava@orinabiji.ge  

ტენდერის კატეგორია:

  • 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები