10 თებერვალი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT25176 - ტენდერი სატვირთო ურიკისა და პლასტმასის ურიკის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „2 ნაბიჯი“ აცხადებს ტენდერს სატვირთო ურიკისა და პლასტმასის ურიკის შესყიდვაზე.
პროდუქტის აღწერილობა: სამომხმარებლო და გადასავსები ურიკის შესყიდვა.
№ | საქონლის დასახელება | ტექნიკური მახასიათებლები | რაოდენობა | განზომილება |
1 | მაღაზიის მოხმარებისთვის სატვირთო ურიკა |
მიახლოებითი ზომა : 87 (L) X 54 (W) X 95 (H) სმ (+ -5 სმ) მასალა: მეტალი სასურველი ტვირთამწეობა: ზედა თარო: არანაკლებ 25 კგ (მიახლოებითი ზომა:(+ - 5 სმ) 63X48 სმ) ქვედა თარო: არანაკლებ 200 კგ ზედა თაროს დაკეცვის და გაშლის შესაძლებლობა |
170 | ცალი |
2 | მაღაზიის მოხმარებისთვის პლასტმასის ურიკა |
მოცულობა: 70 ლიტრი; ფერი: მწვანე; RAL 220-3 Lush green; ბორბლების რაოდენობა: მინიმუმ 3; მასალა: პლასტმასი |
1 500 | ცალი |
ტენდერის პირობები/მოთხოვნები:
- პრეტენდენტმა კომერციული წინადადება უნდა წარმოადგინოს ეროვნულ ვალუტაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით, დანართი N1-ის შესაბამისად;
- პრეტენდენტმა შესასყიდი საქონლის დეტალური ტექნიკური მონაცემები, ინფორმაცია მწარმოებელი ქვეყანის, მწარმოებელი კომპანიის, მოდელის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ უნდა წარმოადგინოს დანართი N1-ის შესაბამისად;
- ინფორმაცია პროდუქციის მიწოდების ვადების შესახებ (დანართი N1);
- გადახდის პირობა (დანართი N1);
- ინფორმაცია საგარანტიო ვადის შესახებ (დანართი Ν1)
- პრეტენდენტი ვალდებულია ტენდერის დასრულებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში. მისამართი: ისანი, ნავთლუღის ქუჩა 39-41, საქართველო, თბილისი, 0113, სამუშაო საათები 09:00-18:00.
*შენიშვნა: უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიის შემოთავაზებას, რომელის ანგარიშწორების პირობა იქნება 45 (ორმოცდახუთი) დღიანი კონსიგნაცია.
აუცილებლად წარმოსადგენი დოკუმეტები:
- დანართი N1, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს, როგორც ხელმოწერილი, ისე Excel-ის ფორმატით;
- საჯარო რეესტრიდან განახლებული სამეწარმეო ამონაწერი;
- ცნობა საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის წინაშე დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- კომპანიის მოღვაწეობის შესახებ ინფორმაცია (საქმიანობის მოკლე აღწერილობა , გამოცდილება, კლიენტების სია, შესრულებული პროექტები, რეკომენდაციები, და ა.შ.);
შენიშვნები:
- შპს „ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას არ შეისყიდოს სრულად ტენდერში წარმოდგენილი რაოდენობები.
- შპს ,,ორი ნაბიჯი“ იტოვებს უფლებას მიიღოს სატენდერო წინადადება სრულად ან ნაწილობრივ;
- შპს ,,ორი ნაბიჯი“ გამოავლენს გამარჯვებულს ყველა პირობის ერთობლიობის გათვალისწინებით;
- მომწოდებელ კომპანიას აქვს შესაძლებლობა სატენდერო წინადადება წარმოადგინოს როგორც სრულად, ასევე ნაწილობრივ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
ტენდერში მონაწილეობის მსურველებმა, შესაბამისი შემოთავაზება, ტენდერში მონაწილეობის მიღებისათვის საჭირო დოკუმენტები და საკონტაქტო ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ მეილზე tenders@orinabiji.ge 2025 წლის, 10 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ნატო კობალავა
საკონტაქტო ნომერი: 599 11 77 88
ელ.ფოსტა: nato.kobalava@orinabiji.ge
ტენდერის კატეგორია:
- 34900000 სხვადასხვა სატრანსპორტო მოწყობილობა და სათადარიგო ნაწილები