
28 თებერვალი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT25410 - ტენდერი ტირიფონი ჰესის სამანქანო დარბაზში შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს:
ტირიფონი ჰესის სამანქანო დარბაზში შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე - #17/01-GIEC-Hydro/Refurbish TRPH-25
მომსახურების/სამუშაოს აღწერა:
- ბეტონის იატაკის მოხვეწა და პოლირება - 240 მ2;
- კედლების ზედაპირის მომზადება და დაშპაკვლა - შეღებვა - 640 მ2;
- ჭერის მომზადება-შეღებვა - 300 მ2
მისამართი: გორის რაიონი, სოფელი ქვეში.
სამუშაოების შესრულების საორიენტაციო ვადა: 2025 წლის მარტი-აპრილი
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება მსგავს სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი).
აუცილებელი პირობები:
აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა;
შემსრულებელი უნდა იყოს აღჭურვილი მითითებული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ყველა სპეც. ტექნიკით, როგორიც არის მაგალითად: ბეტონის მოსაპირკეთებელი „შოუმფრენი“ ან/და სხვა თანამედროვე მანქანა - დანადგარები;
გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება ობიექტის დათვალიერება და სამუშაოების ზუსტი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა შესათანხმებლად დამკვეთისთვის.
შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე მოახდინოს სიტუაციის ადგილზე შესწავლა და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან.
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, პეკინის გამზ. N34/ ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „ტირიფონი ჰესის სამანქანო დარბაზში შესასრულებელი სარემონტო სამუშაოები“ და ნომერი - #17/01-GIEC-Hydro/Refurbish TRPH-25, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: თამარა დვალიშვილი; ტელ: 557 77 88 85.
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის, 28 თებერვალი, 17:00 სთ.
შეთავაზების ვალუტა: ლარი.
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები