ჩაბარების ვადა:

28 თებერვალი 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T25410 - ტენდერი ტირიფონი ჰესის სამანქანო დარბაზში შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს:

ტირიფონი ჰესის სამანქანო დარბაზში შესასრულებელი სარემონტო სამუშაოების შესყიდვაზე -  #17/01-GIEC-Hydro/Refurbish TRPH-25

მომსახურების/სამუშაოს აღწერა:

  • ბეტონის იატაკის მოხვეწა და პოლირება - 240 2;
  • კედლების ზედაპირის მომზადება და დაშპაკვლა - შეღებვა - 640 2;
  • ჭერის მომზადება-შეღებვა - 300 2

მისამართი: გორის რაიონი, სოფელი ქვეში.

სამუშაოების შესრულების საორიენტაციო ვადა: 2025 წლის მარტი-აპრილი

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ვანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება მსგავს სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი).

აუცილებელი პირობები:

აუცილებელია სამუშაოებთან დაკავშირებული რისკების შეფასების დოკუმენტის მომზადება შრომის უსაფრთხოების სერტიფიცირებული სპეციალისტის მიერ სამუშაოების დაწყებამდე და სამუშაოების მიმდინარეობისას შრომის უსაფრთხოების პირობების დაცვის უზრუნველყოფა;

შემსრულებელი უნდა იყოს აღჭურვილი მითითებული სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ყველა სპეც. ტექნიკით, როგორიც არის მაგალითად: ბეტონის მოსაპირკეთებელი „შოუმფრენი“ ან/და სხვა თანამედროვე მანქანა - დანადგარები;

გამარჯვებულ კომპანიას მოეთხოვება ობიექტის დათვალიერება და სამუშაოების ზუსტი ხარჯთაღრიცხვის წარმოდგენა შესათანხმებლად დამკვეთისთვის.

შენიშვნა: პრეტენდენტი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებამდე მოახდინოს სიტუაციის ადგილზე შესწავლა და სამუშაო პირობების წინასწარ შეთანხმება დამკვეთთან.

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, პეკინის გამზ. N34/ ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „ტირიფონი ჰესის სამანქანო დარბაზში შესასრულებელი სარემონტო სამუშაოები“ და ნომერი - #17/01-GIEC-Hydro/Refurbish TRPH-25, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.

ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: თამარა დვალიშვილი; ტელ: 557 77 88 85.

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის, 28 თებერვალი, 17:00 სთ.

შეთავაზების ვალუტა: ლარი.

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები