ჩაბარების ვადა:
6 ივნისი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2567 - ტენდერი 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ანძების „მარანი“ გადატანა-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით საპროექტო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების, კერძოდ, 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ანძების „მარანი“ გადატანა-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე #30/05-GIEC-S/TLRD-17
მომსახურების აღწერა:
- N8 და N18 ანძების დაშუნტება - დართული ნახაზის თანახმად (სიგრძე = 1450 მეტრს);
- პროექტის დამუშავების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს 110 კვ რკინა- ბეტონის შუალედური ანძები.
- პროექტის დამუშავების დროს უნდა დადგინდეს საპროექტო ტრაექტორიაზე საკუთრების უფლება; - 110 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზის გადატანის პერიოდში, ქსელზე მიერთებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტებისა და საპასუხისმგებლო აბონენტენტების ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით დამონტაჟდეს, 110 კვ ძაბვის ეგხ-ის სრული მოცულობით დაკომპლექტებული ალტერნატიული მონაკვეთი და შემდეგ განხორციელდეს არსებული საყრდენების დემონტაჟი;
- 110 კვ ძაბვის საჰაერო ეგხ-ის მონაკვეთების ადგილმდებარეობის შეცვლის პერიოდში, სრულად იქნეს დაცული „ელექტროდანადგარების მოწყობის წესები“-ს, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“-ს და „უსაფრთხოების ტექნიკის წესები“-ს მოთხოვნები.
- გადასატანი 110 კვ ძაბვის საჰაერო ეგხ-ის სამონტაჟო-სადემონტაჟო სამუშაოების მოცულობა განისაზღვროს, დაზუსტდეს პროექტირების დროს;
- 110კვ ძაბვის საჰაერო ეგხ-ის გადატანა-რეკონსტრუქციის პროექტი დამუშავდეს, ეგხ-ის პროექტირების ტექნოლოგიური ნორმების მიხედვით, მოცემულ ეტაპზე ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების, სამშენებლო ნორმებისა და წესების სტანდარტების განუხრელი დაცვით.
რეკონსტრუქციის პროექტი უნდა შეთანხმდეს სს „ენერგო პრო ჯორჯია“-სა და ყველა საჭირო სტრუქტურასთან.
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე; - ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (სამუშაოების შესრულების დეტალურად გაწერილი გეგმა-გრაფიკი);
- ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
- სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
- საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ვაჟა მეტრეველი, საკონტაქტო ნომერი: 577 50 37 33.
წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 06.06.2017, 17:00 სთ.
ტენდერის კატეგორია:
- 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 71300000 საინჟინრო მომსახურებები
- 71400000 მომსახურება ურბანული დაგეგმარებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში