ჩაბარების ვადა:

6 ივნისი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2567 - ტენდერი 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ანძების „მარანი“ გადატანა-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით საპროექტო სამუშაოებზე

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს მომსახურების, კერძოდ, 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ანძების „მარანი“ გადატანა-რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით საპროექტო სამუშაოების შესყიდვაზე #30/05-GIEC-S/TLRD-17

მომსახურების აღწერა:

  • N8 და N18 ანძების დაშუნტება - დართული ნახაზის თანახმად (სიგრძე = 1450 მეტრს);
    - პროექტის დამუშავების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს 110 კვ რკინა- ბეტონის შუალედური ანძები.
    - პროექტის დამუშავების დროს უნდა დადგინდეს საპროექტო ტრაექტორიაზე საკუთრების უფლება;
  • 110 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადაცემის ხაზის გადატანის პერიოდში, ქსელზე მიერთებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტებისა და საპასუხისმგებლო აბონენტენტების ელექტროენერგიით უწყვეტი მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით დამონტაჟდეს, 110 კვ ძაბვის ეგხ-ის სრული მოცულობით დაკომპლექტებული ალტერნატიული მონაკვეთი და შემდეგ განხორციელდეს არსებული საყრდენების დემონტაჟი;
  • 110 კვ ძაბვის საჰაერო ეგხ-ის მონაკვეთების ადგილმდებარეობის შეცვლის პერიოდში, სრულად იქნეს დაცული „ელექტროდანადგარების მოწყობის წესები“-ს, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესები“-ს და „უსაფრთხოების ტექნიკის წესები“-ს მოთხოვნები.
  • გადასატანი 110 კვ ძაბვის საჰაერო ეგხ-ის სამონტაჟო-სადემონტაჟო სამუშაოების მოცულობა განისაზღვროს, დაზუსტდეს პროექტირების დროს;
  • 110კვ ძაბვის საჰაერო ეგხ-ის გადატანა-რეკონსტრუქციის პროექტი დამუშავდეს, ეგხ-ის პროექტირების ტექნოლოგიური ნორმების მიხედვით, მოცემულ ეტაპზე ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების, სამშენებლო ნორმებისა და წესების სტანდარტების განუხრელი დაცვით.

რეკონსტრუქციის პროექტი უნდა შეთანხმდეს სს „ენერგო პრო ჯორჯია“-სა და ყველა საჭირო სტრუქტურასთან.

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ იწვევს დაინტერესებულ ანალოგიური გამოცდილების მქონე პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

დოკუმენტაცია უნდა შედგებოდეს:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია ანგარიშსწორების ვადებისა და პირობების შესახებ;
    - შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი უფლებამოსილია მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია სამუშაოების შესრულების ვადების შესახებ (სამუშაოების შესრულების დეტალურად გაწერილი გეგმა-გრაფიკი);
  • ინფორმაცია ანალოგიური გამოცდილების შესახებ; 

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოთხოვოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის არ არსებობის შესახებ;
  • სარეკომენდაციო წერილ(ებ)ი.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა.
  • წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18 საკონტაქტო პირი: ვასილ მაისურაძე. v_maisuradze@giec.ge ; 551 11 22 22.
  • საკონტაქტო პირი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით: ვაჟა მეტრეველი, საკონტაქტო ნომერი: 577 50 37 33.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 06.06.2017, 17:00 სთ.

ტენდერის კატეგორია:

  • 71200000 არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 71300000 საინჟინრო მომსახურებები
  • 71400000 მომსახურება ურბანული დაგეგმარებისა და ლანდშაფტური არქიტექტურის სფეროში