ჩაბარების ვადა:

18 მარტი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T25683 - ფასთა გამოკითხვა არასტანდარტული აღჭურვილობის (არხები, ღარები) პოლეურეტანის დაფარვით ან დაფარვის გარეშე შესყიდვაზე

ფასთა გამოკითხვის აღწერილობა:

სს არ ემ ჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას არასტანდარტული აღჭურვილობის (არხები, ღარები) პოლეურეტანის დაფარვით ან დაფარვის გარეშე შესყიდვაზე.

  • შესყიდვის საგანი: არასტანდარტული აღჭურვილობა (არხები, ღარები) პოლეურეტანის დაფარვით ან დაფარვის გარეშე
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 18.03.2025 18:00 საათი
  • ფასთა გამოკითხვაში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ პროდუქციის მიწოდებას წარმოდგენილი კომერციული წინადადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ.
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

  • ენა : ქართული/რუსული/ინგლისური
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასი ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • შემოთავაზებული პროდუქციის ღირებულება:
  • გადახდის პირობები;
  • პროდუქციის მიწოდების ვადები;
  • მიწოდების პირობა;
  • ტექნიკური დოკუმენტაცია;
    შემოთავაზებული პროდუქციის წარმოშობის სერთიფიკატი;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (განახლებული ვერსია);
  • რეკვიზიტები: ფაქტობრივი და იურიდიული მისამართი, საკონტაქტო პირის ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტის მისამართი, საბანკო რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია კომპანიის გამოცდილების შესახებ

წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

  • მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.
  • ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში #1
  • კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ორგანიზატორის ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქეთა ალექსი-მესხიშვილი
Т +995 595 30 00 16
kaleksimeskhishvili@richmetalsgroup.com

ტენდერის კატეგორია:

  • 44100000 სამშენებლო მასალები და დამხმარე სამშენებლო მასალები

დოკუმენტაცია

Опрос цен на закупку Нестандартного оборудования с полиуретановым покрытием или без покрытия для проекта модернизации флотации Опрос цен на закупку Нестандартного оборудования с полиуретановым покрытием или без покрытия для проекта модернизации флотации
დანართი 2 ჟოლობი 4933х604 დანართი 2 ჟოლობი 4933х604
დანართი 3 1752х1303х1305 დანართი 3 1752х1303х1305
დანართი 1 1 ჟოლობი 16450х604 დანართი 1 1 ჟოლობი 16450х604
დანართი 4 5187х800 დანართი 4 5187х800
პროდუქცია პროდუქცია
ფასთა გამოკითხვა არასტანდარტული აღჭურვილობის (არხები, ღარები) პოლეურეტანის დაფარვით ან დაფარვის გარეშე შესყიდვაზე ფასთა გამოკითხვა არასტანდარტული აღჭურვილობის (არხები, ღარები) პოლეურეტანის დაფარვით ან დაფარვის გარეშე შესყიდვაზე
ყველას ჩამოტვირთვა