ჩაბარების ვადა:

12 ივნისი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2582 - ტენდერი პარკ "ციცინათელას" ტერიტორიაზე ნაყინის რეალიზაციისათვის საჭირო 10 მ2 ფართის იჯარით გაცემაზე

ტენდერის აღწერილობა:

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "სერვისი-7" (იურიდიული მისამართი - ოზურგეთი, ნატანები, შეკვეთილი) აცხადებს ტენდერს დაბა შეკვეთილში მდებარე ატრაქციონების პარკ "ციცინათელას" ტერიტორიაზე ნაყინის რეალიზაციისათვის საჭირო 10 მ2 ფართის იჯარით გაცემაზე.

ტენდერის პირობები

  • ხელშეკრულების მოქმედების ვადა: ა.წ. 15 ივნისიდან 16 სექტემბრამდე (სეზონური);
  • ხელშეკრულების საერთო ღირებულება 4500 (ოთხიათასხუთასი) ლარი (სეზონზე), დღგ-ს ჩათვლით.
  • ფართი შეიძლება გამოყენებული იქნას, ნაყინის რეალიზაციისათვის

ტენდერში მონაწილეობა შეუძლია "მეწარმეთა შესახებ კანონის" შესაბამისად რეგისტრირებულ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, რომლებსაც გააჩნიათ ნაყინის რეალიზაციისათვის შესაბამისი გამოცდილება.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

დაინტერესებულ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შეუძლიათ 2017 წლის 7 ივნისიდან 2017 წლის 12 ივნისის 13 საათამდე შემდეგ მისამართზე: ოზურგეთი, ნატანები, შეკვეთილი, შპს "სერვისი 7".

ტენდერში მონაწილის საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
იურიდიული პირისათვის:

  • ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.
  • ცნობას, რომ საწარმო არ იმყოფება რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან გაკოტრების რეჟიმში.
  • განცხადებას ტენდერში მონაწილეობის შესახებ, პრეტენდენტის დასახელებას, ხელმძღვანელის სახელსა და გვარს, საბანკო რეკვიზიტებს, ტელეფონს, ელექტრონულ ფოსტას,.
  • ცნობას საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის დავალიანებების არარსებობის შესახებ.
  • ინფორმაციას საზოგადოებრივი კვების სფეროში გამოცდილების, მუშაობის ხანგრძლივობის, მოცულობისა და სპეციფიკის შესახებ.

ფიზიკური პირისათვის:

  • განცხადებას ტენდერში მონაწილეობის შესახებ, პრეტენდენტის დასახელებას, ხელმძღვანელის სახელსა და გვარს, საბანკო რეკვიზიტებს, ტელეფონს, ელექტრონულ ფოსტას.
  • ცნობას საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის დავალიანებების არარსებობის შესახებ.
  • ინფორმაციას საზოგადოებრივი კვების სფეროში გამოცდილების, მუშაობის ხანგრძლივობის, მოცულობისა და სპეციფიკის შესახებ.

პრეტენდენტებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და პირველადი სატენდერო წინადადება, შედგენილი ქართულ ენაზე 2 (ორ) ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი, ერთი ასლი) დახურული კონვერტით უნდა წარმოადგინონ 2017 წლის 12 ივნისის 17 საათამდე მისამართზე: ოზურგეთი, ნატანები, შეკვეთილი, შპს "სერვისი-7".

პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადებები. 

პირველადი სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2017 წლის 13 ივნისს 15 საათზე, შემდეგ მისამართზე: ოზურგეთი, ნატანები,შეკვეთილი, შპს "სერვისი-7”;

პრეტენდენტების მიერ ერთნაირი ფასის შემოთავაზების შემთხვევაში სატენდერო წინადადებები შეფასდება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებით.

სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმები იხილეთ თანდართულ ფაილში.

სატენდერო წინადადებები არ დაიშვება შეფასებისათვის, თუ პრეტენდენტები:

  • დადგენილ ვადაში არ წარმოადგენენ ამ განცხადებაში მოთხოვნილ ყველა ცნობასა და ინფორმაციას,
  • თუ რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება
  • ვერ დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.

ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შპს "სერვის-7-ის დირექციაში, ოზურგეთი, ნატანები,შეკვეთილი, შპს "სერვისი -7"; მობილური 568411741 ელ.ფოსტა servisi-7@hotmail.com 

საკონტაქტო პირი: ნინო ჩხაიძე

ტენდერის კატეგორია:

  • 70300000 უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა მესამე პირებისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ ან ხელშეკრულების საფუძველზე
  • 70200000 კერძო საკუთრების იჯარა ან ლიზინგი