12 ივნისი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2582 - ტენდერი პარკ "ციცინათელას" ტერიტორიაზე ნაყინის რეალიზაციისათვის საჭირო 10 მ2 ფართის იჯარით გაცემაზე
ტენდერის აღწერილობა:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "სერვისი-7" (იურიდიული მისამართი - ოზურგეთი, ნატანები, შეკვეთილი) აცხადებს ტენდერს დაბა შეკვეთილში მდებარე ატრაქციონების პარკ "ციცინათელას" ტერიტორიაზე ნაყინის რეალიზაციისათვის საჭირო 10 მ2 ფართის იჯარით გაცემაზე.
ტენდერის პირობები
- ხელშეკრულების მოქმედების ვადა: ა.წ. 15 ივნისიდან 16 სექტემბრამდე (სეზონური);
- ხელშეკრულების საერთო ღირებულება 4500 (ოთხიათასხუთასი) ლარი (სეზონზე), დღგ-ს ჩათვლით.
- ფართი შეიძლება გამოყენებული იქნას, ნაყინის რეალიზაციისათვის
ტენდერში მონაწილეობა შეუძლია "მეწარმეთა შესახებ კანონის" შესაბამისად რეგისტრირებულ ყველა დაინტერესებულ სუბიექტს, რომლებსაც გააჩნიათ ნაყინის რეალიზაციისათვის შესაბამისი გამოცდილება.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულ პირებს სატენდერო დოკუმენტაციის მიღება შეუძლიათ 2017 წლის 7 ივნისიდან 2017 წლის 12 ივნისის 13 საათამდე შემდეგ მისამართზე: ოზურგეთი, ნატანები, შეკვეთილი, შპს "სერვისი 7".
ტენდერში მონაწილის საკვალიფიკაციო მონაცემები უნდა შეიცავდეს შემდეგ ცნობებსა და ინფორმაციას:
იურიდიული პირისათვის:
- ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან.
- ცნობას, რომ საწარმო არ იმყოფება რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან გაკოტრების რეჟიმში.
- განცხადებას ტენდერში მონაწილეობის შესახებ, პრეტენდენტის დასახელებას, ხელმძღვანელის სახელსა და გვარს, საბანკო რეკვიზიტებს, ტელეფონს, ელექტრონულ ფოსტას,.
- ცნობას საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის დავალიანებების არარსებობის შესახებ.
- ინფორმაციას საზოგადოებრივი კვების სფეროში გამოცდილების, მუშაობის ხანგრძლივობის, მოცულობისა და სპეციფიკის შესახებ.
ფიზიკური პირისათვის:
- განცხადებას ტენდერში მონაწილეობის შესახებ, პრეტენდენტის დასახელებას, ხელმძღვანელის სახელსა და გვარს, საბანკო რეკვიზიტებს, ტელეფონს, ელექტრონულ ფოსტას.
- ცნობას საგადასახადო ორგანოდან ბიუჯეტის დავალიანებების არარსებობის შესახებ.
- ინფორმაციას საზოგადოებრივი კვების სფეროში გამოცდილების, მუშაობის ხანგრძლივობის, მოცულობისა და სპეციფიკის შესახებ.
პრეტენდენტებმა საკვალიფიკაციო მონაცემები და პირველადი სატენდერო წინადადება, შედგენილი ქართულ ენაზე 2 (ორ) ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი, ერთი ასლი) დახურული კონვერტით უნდა წარმოადგინონ 2017 წლის 12 ივნისის 17 საათამდე მისამართზე: ოზურგეთი, ნატანები, შეკვეთილი, შპს "სერვისი-7".
პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადებები.
პირველადი სატენდერო წინადადებების გახსნა მოხდება 2017 წლის 13 ივნისს 15 საათზე, შემდეგ მისამართზე: ოზურგეთი, ნატანები,შეკვეთილი, შპს "სერვისი-7”;
პრეტენდენტების მიერ ერთნაირი ფასის შემოთავაზების შემთხვევაში სატენდერო წინადადებები შეფასდება ქვემოთ მოცემული კრიტერიუმებით.
სატენდერო წინადადების შეფასების კრიტერიუმები იხილეთ თანდართულ ფაილში.
სატენდერო წინადადებები არ დაიშვება შეფასებისათვის, თუ პრეტენდენტები:
- დადგენილ ვადაში არ წარმოადგენენ ამ განცხადებაში მოთხოვნილ ყველა ცნობასა და ინფორმაციას,
- თუ რომელიმე მათგანი ყალბი აღმოჩნდება
- ვერ დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ პირობებს.
ტენდერში მონაწილეობის მსურველ პირებს დამატებითი ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შპს "სერვის-7-ის დირექციაში, ოზურგეთი, ნატანები,შეკვეთილი, შპს "სერვისი -7"; მობილური 568411741 ელ.ფოსტა servisi-7@hotmail.com
საკონტაქტო პირი: ნინო ჩხაიძე
ტენდერის კატეგორია:
- 70300000 უძრავ ქონებასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევა მესამე პირებისთვის ანაზღაურების სანაცვლოდ ან ხელშეკრულების საფუძველზე
- 70200000 კერძო საკუთრების იჯარა ან ლიზინგი