ჩაბარების ვადა:

26 მარტი 2025, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T25825 - ფასთა გამოკითხვა პროექტი: P23-7 Water treat მე-2 ეტაპის მილსადენების და დანადგარების მონტაჟზე

ტენდერის აღწერილობა:

სს არ ემ ჯი კოპერი აცხადებს ფასთა გამოკითხვას პროექტი: P23-7 Water treat მე-2 ეტაპის მილსადენების და დანადგარების მონტაჟზე.

  • მომსახურების შინაარსი: პროექტი: P23-7 Water treat მე-2 ეტაპის მილსადენების და დანადგარების მონტაჟი
  • კომერციული წინადადებების მიღების ბოლო ვადა: 26.03.2025 18:00 საათი
  • კონტრაქტორების შერჩევის პროცესში მონაწილე კომპანიები ადასტურებენ თავიანთ თანხმობას ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებით თანამშრომლობაზე და გამოთქვამენ მზადყოფნას, რომ უზრუნველყოფენ სამუშაოთა შესრულებას წარმოდგენილი კომერციული წინადადებისა და დოკუმენტების მიხედვით. შესაძლებელია ამ დოკუმენტში წარმოდგენილი ინფორმაციის მეტად დეტალიზირება და დაზუსტება ორგანიზატორის მიერ
  • პროცესში მონაწილეობის მსურველმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს იურიდიული სტატუსის დასადგენად საჭირო დოკუმენტაცია და კომერციული წინადადება

მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომერციული წინადადება შემდეგი პირობების გათვალსიწინებით:

  • ენა : ქართული/ინგლისური/რუსული
  • კომერციულ წინადადებაში წარმოდგენილი ფასები ფიქსირებული უნდა იყოს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი კომერციული წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
  • კომერციული წინადადება, რომელიც არ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს, არ იქნება განხილული.

კომერციული წინადადება უნდა მოიცავდეს შემდეგი სახის ინფორმაციას:

  • მომსახურების ღირებულება;
  • ანგარიშსწორების პირობა;
  • განახლებული ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
  • ინფორმაცია აღნიშნულ სფეროში კომპანიის გამოცდილების შესახებ;
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)

წინადადების წარდგენისას აუცილებელია მიუთითოთ ფასთა გამოკითხვისთვის მინიჭებული კოდი.

კომერციული წინადადებები ძალაში იქნება კონტრაქტორის შერჩევის პროცესის დასრულებამდე. აღნიშნული პროცესი დასრულებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც ხელშეკრულებები გაფორმდება მხარეებს შორის.

მონაწილე კომპანიის კომერციული წინადადება განხილული იქნება, როგორც საფუძველი კონტრაქტორის შერჩევის პროცესში პოტენციური პრეტენდენტის გამოვლენისათვის.

ანტიკორუფციული პირობები: პოტენციური პრეტენდენტი, ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ვალდებულია დაემორჩილოს ანტიკორუფციულ პირობებს, რომლებიც წარმოდგენილია დანართში No1 page1image32067232

კომერციული წინადადების ჩაბარების პირობები: ყველა კომერციული წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: procurement@richmetalsgroup.com

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქეთა ალექსი-მესხიშვილი
ელ-ფოსტა:
kaleksimeskhisvili@richmetalsgroup.com
ტელ: +995 595300016

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

დოკუმენტაცია

Опрос цен на монтаж трубопроводов 2-й очереди проекта P23-7 Water treat Опрос цен на монтаж трубопроводов 2-й очереди проекта P23-7 Water treat
Приложение 1 Объемы и основные характеристики работ Ред 1 Приложение 1 Объемы и основные характеристики работ Ред 1
Приложение 5 Размещение оборудования цементации Приложение 5 Размещение оборудования цементации
Приложение 10 Реактор V=5м3 Приложение 10 Реактор V=5м3
Приложение 11 Насос APWEX-SR 50-200 Приложение 11 Насос APWEX-SR 50-200
Приложение 12 Насос APWEX-SR 100-200 Приложение 12 Насос APWEX-SR 100-200
Приложение 13 Вибропитатель ERIEZ 26C Приложение 13 Вибропитатель ERIEZ 26C
ТЗ на монтаж оборудования и трубопроводов 2-й очереди ред 1 ТЗ на монтаж оборудования и трубопроводов 2-й очереди ред 1
ტექნიკური დავალება Ред 1 ტექნიკური დავალება Ред 1
ფასთა გამოკითხვა პროექტი P23 -7 Water treat მე2 ეტაპის მილსადენების და დანადგარების მონტაჟზე ფასთა გამოკითხვა პროექტი P23 -7 Water treat მე2 ეტაპის მილსადენების და დანადგარების მონტაჟზე
ყველას ჩამოტვირთვა