
23 აპრილი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T26085 - ტენდერი „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში HVAC სისტემების გეგმიური და დაუგეგმავი სასერვისო მომსახურეობის შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს სს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში HVAC სისტემების გეგმიური და დაუგეგმავი სასერვისო მომსახურეობის შესყიდვა ორ ლოტად ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად.
პრეტენდენტს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ერთ-ერთ ლოტშიც;
ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით.
2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- სამეწარმეო ამონაწერი;
- კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
- კომპანების ჩამონათვალი ვისთანაც თანამშრომლობთ/გითანამშრომლიათ VRF სისტემებისსასერვისო/სარემონტო სამუშაოებზე;
- სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1)
3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- კლიენტების სია, რეკომენდაციები;
- განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 ორი) წელიწადია დაფუძნებული;
- კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
- ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
- რეკვიზიტები;
- პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები
4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
მომსახურება უნდა განხორციელდეს ბანკის მიერ მითითებული მისამართებზე (დანართი #1);
5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
- ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
- ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
- ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.
6. ზოგადი პირობები:
- პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
- სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
- გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.
7. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
მომსახურებაში შედის:
- გეგმიური ყოველთვიური სასერვისო და სარევიზიო მომსახურება;
- სისტემების ყოველთვიური მონიტორინგი;
- უფასო გამოძახება - ულომიტო;
- კონკრეტული პრობლემის დიაგნოსტიკა - ულიმიტო;
- ყველა ტიპის სარემონტო მომსახურება - ინდივიდუალური შეთანხმებით;
- ყველა ტიპის საინჟინრო მომსახურება - ინდივიდუალური შეთანხმები
8. გეგმიური სერვისი მოიცავს შემდეგს.
- VRF/VRV სისტემების და სხვა კონდიციონერების შიდა ბლოკების ფილტრების წმენდა ყოველ თვე
- VRF/VRV სისტემების და სხვა კონდიციონერების შიდა ბლოკების რადიატორის წმენდა საჭიროებისამებრ
- VRF/VRV სისტემების და სხვა კონდიციონერების გარე ბლოკების გარეცხვა 3 თვეში მინიმუმ ერთხელ
- გათბობის ქვაბის და საჰაერო ფარდის რევიზია თვეში ერთხელ
- მაცივარაგენტების წნევის დონის შემოწმება (მაღალი/დაბალი მხარე)
- აგრეგატების ელექტრო კაბელების შემოწმება
- აგრგატების ელექტრო ძაბვების შემოწმება
- სპილენძის მილების (გადაფუთვის) მდგომარეობის შემოწმება
- ნებისმიერი გაუმართაობის შესამოწმებლად ულიმიტო გამოძახება
- წყლის გაჟონვის აღმოფხვრა ულიმიტოდ
- უკბელო მართვის სისტემის მართვა
- სისტემების სეზონური რეჟიმების ცვლილება
დამატებითი პირობა!
- შემსრულებელი ვალდებულია ბანკის მოთხოვნის საფუძველზე თბილისში 24 საათის განმავლობაში, ხოლორეგიონებში 48 საათის განმავლობაში მოახდინოს რეაგირება ნებისმიერი ტიპის დაზიანებაზე, დაადგინოს დაზიანება, უმოკლეს ვადებში მოახდინოს დაზიანების აღმოფხვრა და უზრუნველყოს სისტემებისგამართული მუშაობა;
- ყოველთვიური გეგმიური ღირებულება უნდა მოიცავდეს ისეთი სახის მომსახურებებს, რომელსაც არ დასჭირდება დამატებითი ნაწილების შეცვლა/შესყიდვა;
- ობიექტების ჩამონათვალი, აგრეთვე გარე და შიდა ბლოკების რაოდენობა იხილეთ დანართი #1-ში.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 23 აპრილი, 17:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:
შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200
წინადადების წარმოდგენამდე სავალდებულოა კომპანიის წარმოადგენელმა დეტალურად შეისწავლოს მომსახურების პირობები ბანკის წარმომადგენელთან:
საკონტაქტო პირი
გიორგი მდივნიშვილი
მობ: 551 888 398
ელ-ფოსტა: Giorgi.Mdivnishvili@lb.ge
ტენდერის კატეგორია:
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები