ჩაბარების ვადა:

23 აპრილი 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T26085 - ტენდერი „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში HVAC სისტემების გეგმიური და დაუგეგმავი სასერვისო მომსახურეობის შესყიდვაზე

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს ლიბერთი ბანკი აცხადებს ტენდერს სს „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებში HVAC  სისტემების გეგმიური და დაუგეგმავი სასერვისო მომსახურეობის შესყიდვა  ორ ლოტად ფასების ცხრილის (დანართი #1) შესაბამისად.

პრეტენდენტს  უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს  ერთ-ერთ ლოტშიც;

ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდება ლოტების მიხედვით.

2. პრეტენდენტის მიერ სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • სამეწარმეო ამონაწერი;
  • კომპანიის მოკლე მიმოხილვა;
  • კომპანების ჩამონათვალი ვისთანაც თანამშრომლობთ/გითანამშრომლიათ VRF სისტემებისსასერვისო/სარემონტო სამუშაოებზე;
  • სატენდერო წინადადება ფასების ცხრილის მიხედვით (დანართი #1)

3. პრეტენდენტის მიერ გამარჯვების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე სავალდებული წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:

  • კლიენტების სია, რეკომენდაციები;
  • განიხილება კომპანიები, რომლებიც მინიმუმ 2 ორი) წელიწადია დაფუძნებული;
  • კომპანიის სერტიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია წარსულში ანალოგიური გამოცდილების შესახებ;
  • ცნობა საგადასახადოდან დავალიანების არ არსებობის შესახებ;
  • რეკვიზიტები;
  • პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები

4. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:

მომსახურება უნდა განხორციელდეს ბანკის მიერ  მითითებული მისამართებზე (დანართი #1); 

5. პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • წინადადების ფასის წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში, საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
  • ხარჯები, რომელიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არდაექვემდებარება ანაზღაურებას;
  • ბანკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება გამყიდველის მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში;
  • ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან საავანსო თანხის მოთხოვნის შემთხვევაში, ბანკის მოთხოვნის საფუძველზე, კომპანია ვალდებულია მოთხოვნილ თანხაზე წარმოადგინოს ბანკისთვის მისაღები საბანკო ან/და სადაზღვევო გარანტია.

6. ზოგადი პირობები:

  • პრეტენდენტის მიერ მოწოდებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში წარმოდგენილი უნდა იქნას მინდობილობა);
  • სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
  • გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება, ხელშეკრულების დრაფტის (დანართი N2) მიხედვით. ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა ავტომატურად გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას და შავ სიაში მოხვედრას.

7. ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:

მომსახურებაში შედის:

  • გეგმიური ყოველთვიური სასერვისო და სარევიზიო მომსახურება;
  • სისტემების ყოველთვიური მონიტორინგი;
  • უფასო გამოძახება - ულომიტო;
  • კონკრეტული პრობლემის დიაგნოსტიკა - ულიმიტო;
  • ყველა ტიპის სარემონტო მომსახურება - ინდივიდუალური შეთანხმებით;
  • ყველა ტიპის საინჟინრო მომსახურება - ინდივიდუალური შეთანხმები

8. გეგმიური სერვისი მოიცავს შემდეგს.

  • VRF/VRV სისტემების და სხვა კონდიციონერების შიდა ბლოკების ფილტრების წმენდა ყოველ თვე
  • VRF/VRV სისტემების და სხვა კონდიციონერების შიდა ბლოკების რადიატორის წმენდა საჭიროებისამებრ
  • VRF/VRV სისტემების და სხვა კონდიციონერების გარე ბლოკების გარეცხვა 3 თვეში მინიმუმ ერთხელ
  • გათბობის ქვაბის და საჰაერო ფარდის რევიზია თვეში ერთხელ
  • მაცივარაგენტების წნევის დონის შემოწმება (მაღალი/დაბალი მხარე)
  • აგრეგატების ელექტრო კაბელების შემოწმება
  • აგრგატების ელექტრო ძაბვების შემოწმება
  • სპილენძის მილების (გადაფუთვის) მდგომარეობის შემოწმება
  • ნებისმიერი გაუმართაობის შესამოწმებლად ულიმიტო გამოძახება
  • წყლის გაჟონვის აღმოფხვრა ულიმიტოდ
  • უკბელო მართვის სისტემის მართვა
  • სისტემების სეზონური რეჟიმების ცვლილება

დამატებითი  პირობა!

  • შემსრულებელი ვალდებულია ბანკის მოთხოვნის საფუძველზე თბილისში 24 საათის განმავლობაში, ხოლორეგიონებში 48 საათის განმავლობაში მოახდინოს რეაგირება ნებისმიერი ტიპის დაზიანებაზე, დაადგინოს დაზიანება, უმოკლეს ვადებში მოახდინოს დაზიანების აღმოფხვრა და უზრუნველყოს სისტემებისგამართული მუშაობა;
  • ყოველთვიური გეგმიური ღირებულება უნდა მოიცავდეს ისეთი სახის მომსახურებებს, რომელსაც არ დასჭირდება დამატებითი ნაწილების შეცვლა/შესყიდვა;
  • ობიექტების ჩამონათვალი, აგრეთვე გარე და შიდა ბლოკების რაოდენობა იხილეთ დანართი #1-ში.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 23 აპრილი, 17:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია:

შესყიდვების მენეჯერი
შორენა თავაძე
ელ
.ფოსტა: Shorena.tavadze@lb.ge
მობ: 595 901 200

წინადადების წარმოდგენამდე სავალდებულოა კომპანიის წარმოადგენელმა დეტალურად შეისწავლოს მომსახურების პირობები ბანკის წარმომადგენელთან:

საკონტაქტო პირი
გიორგი მდივნიშვილი
მობ: 551 888 398
ელ-ფოსტა:
Giorgi.Mdivnishvili@lb.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

დამატებითი ინფორმაცია

  • მონაწილეობის დაწყება:
    15 აპრილი 2025 დრო 08:00
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • პრეკვალიფიკაცია: არა