
20 მაისი 2025, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT26119 - ტენდერი სტერილიზაციო ავტოკალვებისა და გამრეცხის (washer) შესყდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შ.პ.ს. „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ტენდერს სასტერილიზაციო ავტოკალვებისა და გამრეცხის (washer) შესყდვასთან დაკავშირებით.
პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ)ი:
- საქონლის მიწოდებისა და ინსტალაციის ღირებულება
- კომპანიის მიმოხილვა
- ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
- ინფორამცია საგარანტიო ვადების შესახებ.
- საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
- უკანასკნელი 3 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთიორგანიზაციის საკონტაკტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია) არსებობის შეთხვევაში, მათ შორის შემოთავაზებული სასტერილიზაციო დანადგანის იდენტური მოდელის სხვა დაწესებულებაში რეალიზაციისა და ინსტალაციის შესახებ.
- პროდუქციის სერტიფიკატები, პასპორტი და ტესტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები.
შენიშვნა:
- განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;
შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადა, ადგილი და მიწოდების პირობა:
- ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს სასტერილიზაციო აპარატებისა და გამრეცხის (washer) მიწოდება, ინსტალაცია, ტესტირება და პერსონალის დატრენინგება.
- საქონლის/მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
შენიშვნა:
- საქონლის/მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;
პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:
- ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
- კლინიკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების დაცვით.
სასტერილზაციო დანადგარის ზოგადი მახასიათებლები:
სტერილიზატორი :
- სტერილიზატორი უნდა უზრუნვეყოფდეს გასასტერილებელი მასალის თერმულ, ორთქლით, დამუშავებას.
- სტერილიზაციის რეჟიმი ორთქლით დამუშავების დროს: გრავიტაციული სტერილიზატორისათვის არის 121°C – 30 წუთი, 1 ატმოსფერო, ხოლო ვაკუუმიანი სტერილიზატორისათვის 132°C– 3-4 წუთი, 2 ატმოსფერო.
- ძირთადი მოთხოვნა: ორმხრივი ვერტიკალური კარები (გარეცხვისთვის გამზადებული მასალისა და უკვე გასტერილებული მასალის აღება უნდა მოხდეს სხვადასხვა ზონაში გამრეცხის სხვადასხვა კარის საშუალებით). მექანიკური ჩაკეტვითა და კარის ავტომატური ბლოკირებით, განიხილება ერთმხრივი კარის შემოთავაზებებიც. შერჩევის მომენტში პრიორიტეტები განისაზღვრება ორგანიზაციის საჭიროებისამებრ.
- მიკროპროცესული მართვა:
შიდა კამერების ზომები | 700x700x1250მმ |
კამერის მოცულობა | 610 ლ |
გარე ზომები |
1116x1950x1520 მმ |
წონა |
არაუმეტეს 1000 კგ |
სიმძლავრე |
ორთქლის გენერატორის გარეშე: 2.5 kW ორთქლის გენერატორით: 54 kW |
წნევა |
3.5 ÷ 5 BAR |
შეკუმშული ჰაერი |
5 ÷ 7 BAR |
კამერის ტესტის წნევა |
4 BAR |
- იატაკლზე განთავსებადი
- სასურველია პრინტერით
- უჟანგავი ფოლადის
გამრეცხი (washer):
- ძირთადი მოთხოვნა: ორმხრივი ვერტიკალური კარები (გარეცხვისთვის გამზადებული მასალისა და უკვე გასტერილებული მასალის აღება უნდა მოხდეს სხვადასხვა ზონაში გამრეცხის სხვადასხვა კარის საშუალებით). მექანიკური ჩაკეტვითა და კარის ავტომატური ბლოკირებით, განიხილება ერთმხრივი კარის შემოთავაზებებიც. შერჩევის მომენტში პრიორიტეტები განისაზღვრება ორგანიზაციის საჭიროებისამებრ.
- მიკროპროცესული მართვა
- იატაკზე განთავსებადი
- უჟანგავი ფოლადის
სიგანე | 650 მმ |
სიღრმე | 690 მმ |
სიმაღლე | 1860 მმ |
რეცხვის დონე | 3 |
კამერის მოცულობა (დიდი) | 280 ლ |
კამერის მოცულობა (ეფექტური) |
201 ლ |
კამერის სიგანე (ეფექტური) |
550 მმ |
კამერის სიღრმე (ეფექტური) |
620 მმ |
კამერის სიმაღლე (ეფექტური) |
590 მმ |
DIN* 1/1 trays/load 480x250x50mm |
6 ცალი |
SPRI I** trays/load 450x340x70mm |
6 ცალი |
ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის:
- პრეტენდენტი ვალდებულია კლინიკის წარმომადგენლებთან ერთად (საკ ნომერი:555 562 324) წინასწარ დაათვალიეროს სასტერილიზაციო ფართი და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაოები;
- სამუშაოები უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით. მათ შორის სასტერილზაციო დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.
- მახასიათებლების (ზომა, ტევადობა და ა.შ.) ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ (+- 100 კგ) მაჩვენებლით.
- შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 20 მაისი, 18:00 საათი
- პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულელ.ფოსტაზე: info@gudushauri.ge
- ამავე მეილიდან, კლინიკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;599 46 41 30
ტენდერის კატეგორია:
- 33100000 სამედიცინო მოწყობილობები