ჩაბარების ვადა:

20 მაისი 2025, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T26119 - ტენდერი სტერილიზაციო ავტოკალვებისა და გამრეცხის (washer) შესყდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა ზოგადი მახასიათებლის დეტალები. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია: ტენდერის დასრულების ვადად განისაზღვრა 20 მაისი, 18:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შ.პ.ს. „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ აცხადებს ტენდერს სასტერილიზაციო ავტოკალვებისა და გამრეცხის (washer) შესყდვასთან დაკავშირებით.

პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტ(ებ):

  • საქონლის მიწოდებისა და ინსტალაციის ღირებულება
  • კომპანიის მიმოხილვა
  • ინფორმაცია მოწოდების ვადებსა და პირობებზე;
  • ინფორამცია საგარანტიო ვადების შესახებ.
  • საკონტაქტო პირის (პროექტის მენეჯერის) მონაცემები;
  • უკანასკნელი 3 წლის მანძილზე განხორციელებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალი (დამკვეთიორგანიზაციის საკონტაკტო პირის მითითებითა და მათ მიერ გაცემული რეკომენდაცია) არსებობის შეთხვევაში, მათ შორის შემოთავაზებული სასტერილიზაციო დანადგანის იდენტური მოდელის სხვა დაწესებულებაში რეალიზაციისა და ინსტალაციის შესახებ.
  • პროდუქციის სერტიფიკატები, პასპორტი და ტესტირების გავლის დამადასტურებელი დოკუმენტები.

შენიშვნა:

  • განიხილება მხოლოდ ის წინადადებები, რომლებიც მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა პუნქტს;

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაადგილი და მიწოდების პირობა:

  • ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში უნდა უზრუნველყოს სასტერილიზაციო აპარატებისა და გამრეცხის (washer)  მიწოდება, ინსტალაცია, ტესტირება და პერსონალის დატრენინგება.
  • საქონლის/მომსახურების მოწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების მოქმედების მანძილზე, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.

შენიშვნა:

  • საქონლის/მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს სამუშაო საათებში;

პრეტენდენტის წინადადების ფასი და ანგარიშსწორების პირობები:

  • ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას
  • კლინიკის მიერ ანაზღაურება განხორციელდება ხელშეკრულებაში გაწერილი პირობების დაცვით.

სასტერილზაციო დანადგარის ზოგადი მახასიათებლები:

სტერილიზატორი :

  • სტერილიზატორი უნდა უზრუნვეყოფდეს გასასტერილებელი მასალის თერმულ, ორთქლით, დამუშავებას.
  • სტერილიზაციის რეჟიმი ორთქლით დამუშავების დროს: გრავიტაციული სტერილიზატორისათვის არის 121°C 30 წუთი, 1 ატმოსფერო, ხოლო ვაკუუმიანი სტერილიზატორისათვის 132°C 3-4 წუთი, 2 ატმოსფერო.
  •  ძირთადი მოთხოვნა: ორმხრივი ვერტიკალური კარები (გარეცხვისთვის გამზადებული მასალისა და უკვე გასტერილებული მასალის აღება უნდა მოხდეს სხვადასხვა ზონაში გამრეცხის სხვადასხვა კარის საშუალებით). მექანიკური ჩაკეტვითა და კარის ავტომატური ბლოკირებით, განიხილება ერთმხრივი კარის შემოთავაზებებიც. შერჩევის მომენტში პრიორიტეტები განისაზღვრება ორგანიზაციის საჭიროებისამებრ.
  • მიკროპროცესული მართვა:
შიდა კამერების ზომები 700x700x1250მმ
კამერის მოცულობა 610 ლ
გარე ზომები

1116x1950x1520 მმ

წონა

არაუმეტეს 1000 კგ

სიმძლავრე

ორთქლის გენერატორის გარეშე: 2.5 kW

ორთქლის გენერატორით:  54 kW

წნევა

3.5 ÷ 5 BAR

შეკუმშული ჰაერი

5 ÷ 7 BAR

კამერის ტესტის წნევა

4 BAR

  • იატაკლზე განთავსებადი
  • სასურველია პრინტერით
  • უჟანგავი ფოლადის

გამრეცხი (washer):

  • ძირთადი მოთხოვნა: ორმხრივი ვერტიკალური კარები (გარეცხვისთვის გამზადებული მასალისა და უკვე გასტერილებული მასალის აღება უნდა მოხდეს სხვადასხვა ზონაში გამრეცხის სხვადასხვა კარის საშუალებით). მექანიკური ჩაკეტვითა და კარის ავტომატური ბლოკირებით, განიხილება ერთმხრივი კარის შემოთავაზებებიც. შერჩევის მომენტში პრიორიტეტები განისაზღვრება ორგანიზაციის საჭიროებისამებრ.
  • მიკროპროცესული მართვა
  • იატაკზე განთავსებადი
  • უჟანგავი ფოლადის 
სიგანე 650 მმ
სიღრმე 690 მმ
სიმაღლე 1860 მმ
რეცხვის დონე 3
კამერის მოცულობა (დიდი) 280 ლ

კამერის მოცულობა (ეფექტური)

201 ლ

კამერის სიგანე (ეფექტური) 

550 მმ

კამერის სიღრმე (ეფექტური)

620 მმ

კამერის სიმაღლე (ეფექტური)

590 მმ

DIN* 1/1 trays/load 480x250x50mm

6 ცალი

SPRI I** trays/load 450x340x70mm

6 ცალი

ინფორმაცია პრეტენდენტებისათვის: 

  • პრეტენდენტი ვალდებულია კლინიკის წარმომადგენლებთან ერთად (საკ ნომერი:555 562 324) წინასწარ დაათვალიეროს სასტერილიზაციო ფართი და დეტალურად შეისწავლოს შესასრულებელი სამუშაოები;
  • სამუშაოები უნდა განხორციელდეს აღნიშნულ სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა სრული დაცვით. მათ შორის სასტერილზაციო დანადგარი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს.
  • მახასიათებლების (ზომა, ტევადობა და ა.შ.) ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ (+- 100 კგ) მაჩვენებლით.
  • შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა2025 წლის 20 მაისი, 18:00 საათი
  • პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადება გადმოგზავნილი უნდა იყოს მითითებულელ.ფოსტაზეinfo@gudushauri.ge
  • ამავე მეილიდან, კლინიკის მხრიდან მოხდება პრეტენდენტისგან სატენდერო წინადადების მიღების დადასტურება. სხვა შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ საკონტაქტო ნომერზე;599 46 41 30

ტენდერის კატეგორია:

  • 33100000 სამედიცინო მოწყობილობები