19 ივლისი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2708 - ტენდერი სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მედისონ ჰოლდინგი“ არის კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო კომპანია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ პირებს სამედიცინო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს. კომპანიამ საქართველოში ფუნქციონირება 2011 წელს დაიწყო და ამჟამად 3 ფილიალი აქვს გახსნილი. მედისონ ჰოლდინგს სათავეში უდგას გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯმენტი, საერთაშორისო გამოცდილების და პროფესიონალი ექიმებისაგან შემდგარი გუნდი.
შპს „მედისონ ჰოლდინგი“ აცხადებს ორ საფეხურიან ტენდერს სამშენებლო-სარემონტო სამუშაოებზე მუხიანის ფილიალში:
- შიდა სარემონტო სამუშაოები;
- ელექტრო სამონტაჟო სამუშაოები;
- სუსტი დენები;
- გათბობა-გაგრილება, კონდიცირება.
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
სააპლიკაციო ფორმა;
I ეტაპზე შეირჩევა კომპანიები მათი გამოცდილების, რეკომენდაციებისა და შესაძლებლობების მიხედვით. პრიორიტეტი მიენიჭება სამედიცინო დაწესებულებების სარემონტო-სამუშაოების გამოცდილების მქონე კომპანიებს. II ეტაპზე გადასული კომპანიები დეტალურად გაეცნობიან სამუშაოების მოცულობას და წარმოადგენენ შესაბამის ხარჯთაღრიცხვას პროექტისა და ტექნიკური დავალების შესაბამისად.
სამუშაოების სრული მოცულობა შეადგენს დაახლოებით 6500 კვ.მ.-ს.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
დაინტერესებულმა პირებმა მითითებულ მეილზე უნდა გამოაგზავნონ:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხ.თანდართულ ფაილში);
სააპლიკაციო ფორმის მოწოდების ბოლო ვადაა: 19 ივლისი 2017 წ. (18:00- მდე)
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ:
ნიკოლოზ ბაგაურს
შესყიდვების და ლოჯისტიკის განყოფილება
შპს „მედისონ ჰოლდინგი“
სათაო ოფისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 16, თბილისი 0112
ტელ.: (+995) 595 04 33 05
E-mail: procurement@medison.ge ;
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45100000 სამშენებლო უბნის მოსამზადებელი სამუშაოები
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 45400000 შენობის დასრულების სამუშაოები