ჩაბარების ვადა:

28 ივლისი 2025, 17:00

სტატუსი:

მიმდინარე

T27248 - ტენდერი ფოტოელექტრული მზის ელექტროსადგურების მონტაჟის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: შპს რინუებალ ენერჯი სოლუშენს
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 28 ივლისი 2025 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „რინუებალ ენერჯი სოლუშენსი“ აცხადებს ტენდერს ფოტოელექტრული მზის ელექტროსადგურების მონტაჟის შესყიდვაზე
#17/07-RES/Installation-25

მომსახურების/სამუშაოს აღწერა:

  • ლოტი N1 - ფოტოელექტრული მზის ელექტროსადგურის მონტაჟი შპს „საკინვესტის“ სახურავზე, რომელიც მდებარეობს: საქართველო, ქ. თბილისი, რაფიელ აგლაძის ქ. #32-ში, საკადასტრო კოდი: 01.13.05.004.252, შენობა 38 (1). (იხილეთ თანადრთული ფაილები)
  • ლოტი N2 – მიწაზე დასამონტაჟებელი ფოტოელექტრული მზის ელექტროსადგურის მონტაჟი, რომელიც მდებარეობს: საქართველო, ქ. თბილისი, ორხევი, გივი ამილახვრის N9, საკადასტრო კოდი: 01.19.18.004.002. (იხილეთ თანადრთული ფაილები) 

მისამართი:

  • ქ. თბილისი, რაფიელ აგლაძის ქ. #32
  • ქ. თბილისი, ორხევი, გივი ამილახვრის N9

სამუშაოების შესრულების საორიენტაციო ვადა:

ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს: 

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება მსგავს სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი).

აუცილებელი პირობები:

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, პეკინის გამზ. N34/ ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება „ფოტოელექტრული მზის ელექტროსადგურების მონტაჟის შესყიდვა“, ნომერი -#17/07-RES/Installation-25, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.  

შეთავაზების ვალუტა: ლარი.
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის, 28 ივლისი, 17:00 სთ.

ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: ია ჟიჟიაშვილი; ტელ: 598 37 34 31

ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი: 

ზურაბ ომიაძე - პროექტების მენეჯერი, ტელ.: 579 99-60-07

ტენდერის კატეგორია:

  • 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია
შეკითხვები