
28 ივლისი 2025, 17:00
სტატუსი:
მიმდინარეT27248 - ტენდერი ფოტოელექტრული მზის ელექტროსადგურების მონტაჟის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: შპს რინუებალ ენერჯი სოლუშენს
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 28 ივლისი 2025 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „რინუებალ ენერჯი სოლუშენსი“ აცხადებს ტენდერს ფოტოელექტრული მზის ელექტროსადგურების მონტაჟის შესყიდვაზე
#17/07-RES/Installation-25
მომსახურების/სამუშაოს აღწერა:
- ლოტი N1 - ფოტოელექტრული მზის ელექტროსადგურის მონტაჟი შპს „საკინვესტის“ სახურავზე, რომელიც მდებარეობს: საქართველო, ქ. თბილისი, რაფიელ აგლაძის ქ. #32-ში, საკადასტრო კოდი: 01.13.05.004.252, შენობა 38 (1). (იხილეთ თანადრთული ფაილები)
- ლოტი N2 – მიწაზე დასამონტაჟებელი ფოტოელექტრული მზის ელექტროსადგურის მონტაჟი, რომელიც მდებარეობს: საქართველო, ქ. თბილისი, ორხევი, გივი ამილახვრის N9, საკადასტრო კოდი: 01.19.18.004.002. (იხილეთ თანადრთული ფაილები)
მისამართი:
- ქ. თბილისი, რაფიელ აგლაძის ქ. #32
- ქ. თბილისი, ორხევი, გივი ამილახვრის N9
სამუშაოების შესრულების საორიენტაციო ვადა:
ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება მსგავს სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი).
აუცილებელი პირობები:
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, პეკინის გამზ. N34/ ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება „ფოტოელექტრული მზის ელექტროსადგურების მონტაჟის შესყიდვა“, ნომერი -#17/07-RES/Installation-25, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
შეთავაზების ვალუტა: ლარი.
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის, 28 ივლისი, 17:00 სთ.
ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: ია ჟიჟიაშვილი; ტელ: 598 37 34 31
ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
ზურაბ ომიაძე - პროექტების მენეჯერი, ტელ.: 579 99-60-07
ტენდერის კატეგორია:
- 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია