ჩაბარების ვადა:
        
    22 აგვისტო 2025, 18:00
სტატუსი:
შეფასება
                                                        
                        E
                        ელ. ტენდერი
                    
                    
                                                    T27533 - ტენდერი ბიზნეს ცენტრის რეკონსტრუქციაზე
            
        
        ელ. ტენდერი
                    - გამომცხადებელი: ბრეინ ფიტ
 - შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
 - შეთავაზების ვალუტა: GEL
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - მონაწილეობის დაწყება: 8 აგვისტო 2025 დრო 12:00
 - წინადადების მიღება მთავრდება: 22 აგვისტო 2025 დრო 18:00
 
                                                გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება: შეიცვალა საკონტაქტო ინფორმაცია.
                                        
                                    
                                
                
                
                
                ტენდერის აღწერილობა:
ბრეინ ფიტ აცხადებს ტენდერს ბიზნეს ცენტრის რეკონსტრუქციაზე.
პროექტით გათვალისწინებულია არსებული შენობის რეკონსტრუქცია (მიშენება, მიშენება-დაშენება, დაშენება ფუნქციის ცვლილებით) ოფისის მოწყობა.
მიწის ნაკვეთის მდებარეობა და აღწერა:
საპროექტო მიწის ნაკვეთი (საკ. კოდით 01.10.14.029.070) მდებარეობს; ქალაქი თბილისი, ქუჩა მიცკევიჩი N17-ის მიმდებარედ და კუტუზოვის ქუჩის კუთხე N19.
ნაკვეთის ფართობი შეადგენს 491.00კვ. მ-ს. ნაკვეთს საავტომობილო გზა უკავშირდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ადამ მიცკევიჩის ქუჩიდან, ხოლო დანარჩენ მხარეებზე ესაზღვრება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.
პროექტის აღწერა:
- პროექტით გათვალისწინებულია მიწის დონიდან სიმაღლით 7.65 მ. ერთსართულიანი არსებულ ირკინა-ბეტონის კარკასული შენობის რეკონსტრუქცია. 
რეკონსტრუქციის პროექტით შემობაში მოეწყობა; ლითონის კარკასზე მდგომი ერთმანეთისგან დამოუკიდეველი ანტრესოლის ტიპის ფართობი (მეორე სართული), შიდა კიბით და დამოუკიდებელი გარე გასასვლელით საზოგადოებრივ სივრცესთან. აქედან; პირველ სართულზე განთავსდება:
საოფისე ფართობები, ორი დამხმარე სათავსო და სველი წერტილები. - მეორე სართულზე: საოფისე ფართობები და სველი წერტილები. შენობის პირველი სართული ადაპტირებოლია შშმ პირთათვის, პირველ სართულზე მოწყობილი სველი წერტილებიდან ერთიმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. შენობის 0,00 ნიშნული მოწყობილი აძირითადი სავალი ნაწილიდან 45 სმ-ს სიმაღლით დაბლა და მასზე მოსახვედრად ორივე ცენტრალური შესასვლელების მხრიდან მოწყობილია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსი 8% იანი დახრილობით.
 - მშენებლობის ნებართვის მიღება მოსალოდნელია 30 აგვისტომდე.
 - მშენებლობის ნებართვის მიღებამდე საჭიროა ხელშეკრულების გაფორმება, მასალების შეძენა და იმ სამუშაოების დაწყება, რომლებიც არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას. ამიტომ, პირველ რიგში გთხოვთ შეაფასოთ განყოფილება №1 (მზიდი კონსტრუქციები).
 
სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოიცავს:
- ანტრესოლების მონტაჟი „მეტალის კონსტრუქციები“-ს პროექტის მიხედვით (დართულია ძირითად პროექტზე).
 - არსებული შიდა და გარე მოპირკეთების (შეფუთვის) დემონტაჟი (შესრულებული შელესვის ჩამოხსნა).
 - საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა პროექტის მიხედვით (პროექტი მომზადების პროცესშია).
 - აგურით აშენებული მიშენების დემონტაჟი და იმავე საზღვრებში ახალი მიშენების აშენება (ფოლადის სვეტები, კოჭები, სამშენებლო ყალიბი, ღიობების ამოვსება ბლოკებით).
 - მეორე სართულის კიბის დემონტაჟი და ამ ადგილას ფოლადის იატაკის მოწყობა.
 - დასრულებული შიდა სარემონტო სამუშაოები დიზაინ-პროექტის მიხედვით (პროექტი მომზადების პროცესშია).
 - შენობის წინ ტერიტორიის კეთილმოწყობა პროექტის გენგეგმის (გეგმარების) განყოფილების მიხედვით.
 
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
 - ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
 - სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 22 აგვისტო, 18:00 საათი
 - შეთავაზების ვალუტა: ლარი
 - ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
 - ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
 
საკონტაქტო ინფორმაცია:
construction@sunenergy.ge
ტელ: +995 593171100
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
 - 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები