ჩაბარების ვადა:

22 აგვისტო 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T27533 - ტენდერი ბიზნეს ცენტრის რეკონსტრუქციაზე

  • გამომცხადებელი: ბრეინ ფიტ
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 8 აგვისტო 2025 დრო 12:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 22 აგვისტო 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

ბრეინ ფიტ აცხადებს ტენდერს ბიზნეს ცენტრის რეკონსტრუქციაზე.

პროექტით გათვალისწინებულია არსებული შენობის რეკონსტრუქცია (მიშენება, მიშენება-დაშენება, დაშენება ფუნქციის ცვლილებით) ოფისის მოწყობა.

მიწის ნაკვეთის მდებარეობა და აღწერა:

საპროექტო მიწის ნაკვეთი (საკ. კოდით 01.10.14.029.070) მდებარეობს; ქალაქი თბილისი, ქუჩა მიცკევიჩი N17-ის მიმდებარედ და კუტუზოვის ქუჩის კუთხე N19.

ნაკვეთის ფართობი შეადგენს 491.00კვ. -. ნაკვეთს საავტომობილო გზა უკავშირდება სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ადამ მიცკევიჩის ქუჩიდან, ხოლო დანარჩენ მხარეებზე ესაზღვრება რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.

პროექტის აღწერა:

  • პროექტით გათვალისწინებულია მიწის დონიდან სიმაღლით 7.65 . ერთსართულიანი არსებულ ირკინა-ბეტონის კარკასული შენობის რეკონსტრუქცია. 
    რეკონსტრუქციის პროექტით შემობაში მოეწყობა; ლითონის კარკასზე მდგომი ერთმანეთისგან დამოუკიდეველი ანტრესოლის ტიპის ფართობი (მეორე სართული), შიდა კიბით და დამოუკიდებელი გარე გასასვლელით საზოგადოებრივ სივრცესთან. აქედან; პირველ სართულზე განთავსდება: 
    საოფისე ფართობები, ორი დამხმარე სათავსო და სველი წერტილები.
  • მეორე სართულზე: საოფისე ფართობები და სველი წერტილები. შენობის პირველი სართული ადაპტირებოლია შშმ პირთათვის, პირველ სართულზე მოწყობილი სველი წერტილებიდან ერთიმისაწვდომია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის. შენობის 0,00 ნიშნული მოწყობილი აძირითადი სავალი ნაწილიდან 45 სმ- სიმაღლით დაბლა და მასზე მოსახვედრად ორივე ცენტრალური შესასვლელების მხრიდან მოწყობილია, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის პანდუსი 8% იანი დახრილობით.
  • მშენებლობის ნებართვის მიღება მოსალოდნელია 30 აგვისტომდე.
  • მშენებლობის ნებართვის მიღებამდე საჭიროა ხელშეკრულების გაფორმება, მასალების შეძენა და იმ სამუშაოების დაწყება, რომლებიც არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას. ამიტომ, პირველ რიგში გთხოვთ შეაფასოთ განყოფილება №1 (მზიდი კონსტრუქციები).

სარეკონსტრუქციო სამუშაოები მოიცავს:

  • ანტრესოლების მონტაჟი „მეტალის კონსტრუქციები“-ს პროექტის მიხედვით (დართულია ძირითად პროექტზე).
  • არსებული შიდა და გარე მოპირკეთების (შეფუთვის) დემონტაჟი (შესრულებული შელესვის ჩამოხსნა).
  • საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობა პროექტის მიხედვით (პროექტი მომზადების პროცესშია).
  • აგურით აშენებული მიშენების დემონტაჟი და იმავე საზღვრებში ახალი მიშენების აშენება (ფოლადის სვეტები, კოჭები, სამშენებლო ყალიბი, ღიობების ამოვსება ბლოკებით).
  • მეორე სართულის კიბის დემონტაჟი და ამ ადგილას ფოლადის იატაკის მოწყობა.
  • დასრულებული შიდა სარემონტო სამუშაოები დიზაინ-პროექტის მიხედვით (პროექტი მომზადების პროცესშია).
  • შენობის წინ ტერიტორიის კეთილმოწყობა პროექტის გენგეგმის (გეგმარების) განყოფილების მიხედვით.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი;
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 22 აგვისტო, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია:
architect@sunenergy.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
შეკითხვები