ჩაბარების ვადა:
24 აგვისტო 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2772 - ტენდერი ქიმიური ნივთიერებების შესყიდვაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მტკვარი ენერჯი“ აცხადებს ტენდერს მასალის: ქიმიური ნივთიერებების შესყიდვაზე #08/08-MEG-CHEM-17
ტენდერი იყოფა ორ ლოტად:
- ლოტი N1:
- გოგირდმჟავა ტექნიკური (კონცენტრაცია არანაკლებ 93%) - 30 ტონა; - ლოტი N2:
- კაუსტიკური სოდა (კონცენტრაცია არანაკლებ 45%) - 20 ტონა 100%-ზე გადაანგარიშებით;
აღნიშნული ნივთიერებების მიწოდება უნდა მოხდეს მისამართზე: საქართველო, ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა N2ა, 1300.
მიწოდების პერიოდი: 2017 წლის ნოემბერი.
კომპანია იწვევს დაინტერესებულ პირებს ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- კომერციული წინადადება თითოეული ლოტისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- შენიშვნა: ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში დამკვეთი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე. - ინფორმაცია მიწოდების ვადების შესახებ;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ;
- პრეტენდენტი ორგანიზაციის რეკვიზიტები (საბანკო რეკვიზიტები, ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან);
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე ბეჭდური სახით და მოთავსებული უნდა იყოს დალუქულ კონვერტში. კონვერტს დალუქვის ადგილას დასმული უნდა ჰქონდეს ორგანიზაციის ბეჭედი ან/და ხელმოწერა. კონვერტს გარედან აუცილებლად უნდა ეწეროს პრეტენდენტისა და ტენდერის დასახელება/ნომერი;
- წინადადების ჩაბარება ხდება მისამართზე: ქ.თბილისი, გაზაფხულის ქუჩა N18. საკონტაქტო პირი სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით: ვასილ მაისურაძე. ელ.ფოსტა: v_maisuradze@giec.ge ; საკონტაქტო ნომერი: 551 11 22 22;
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 2017 წლის 24 აგვისტოს 17:00 საათამდე.
ტენდერის კატეგორია:
- 24300000 ძირითადი არაორგანული და ორგანული ქიმიკატები
- 24900000 სუფთა ქიმიკატები და სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებების პროდუქტები