
26 სექტემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT27912 - ტენდერი პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 26 სექტემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია აცხადებს ტენდერს პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე.
ტენდერის საგანი:
საბაჟო-საკონტეინერო ტერმინალის ოპერაციების ავტომატიზაციისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დანერგვა.
ტენდერის მიზანი:
ტერმინალში განხორციელებული პროცესების (კონტეინერების მიღება, გაშვება, დატვირთვა, დაცლა, შენახვა, საბაჟო დოკუმენტაციის აღრიცხვა და რეალურ დროში მონიტორინგი) სრულად ავტომატიზაცია, ერთიანი აპლიკაციის შექმნა და ექსპლუატაციაში ჩაშვება.
შესასრულებელი ძირითადი ამოცანები:
- მომხმარებლის მართვის მოდულის დანერგვა (რეგისტრაცია, ავტორიზაცია, როლები და უფლებები).
- კონტეინერებისა და ტვირთების მოძრაობისა და სტატუსის მართვა.
- ტერმინალური ოპერაციების აღრიცხვა (მიღება, დატვირთვა, დაცლა, გადატვირთვა).
- საბაჟო და სატრანსპორტო დოკუმენტაციის მართვა.
- ინტეგრაცია საბაჟო, რკინიგზის და შემოსავლების სამსახურის სისტემებთან.
- ტვირთისა და კონტეინერის რეალურ დროში ტრეკინგი.
- რეპორტინგისა და ანალიტიკის მოდულის დანერგვა.
- უსაფრთხოების და როლებზე დაფუძნებული წვდომის მართვა.
ტექნოლოგიური მოთხოვნები:
- Backend: .NET Core / Web API
- Frontend: ASP.NET MVC
- მონაცემთა ბაზა: MS SQL
- არქიტექტურა: მიკროსერვისული სტრუქტურა, API ინტეგრაცია
- უსაფრთხოება: მონაცემთა დაშიფვრა, როლების მიხედვით წვდომა, audit log-ები
შესრულების პირობები:
- სისტემის ანალიტიკა და დიზაინი.
- პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და ტესტირება.
- სატესტო მონაცემებით დატვირთვა და ფუნქციონალის დამტკიცება.
- საბოლოო სისტემის დანერგვა და ოპერატორების ტრენინგი.
დოკუმენტაცია:
ტენდერის სრულ ტექნიკურ დავალებას, პროცესების აღწერასა და საკონტეინერო ოპერაციების ჩამონათვალს bidders მიიღებენ თანდართული ფაილების სახით.
წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 26 სექტემბერი, 2025 18:00 საათი
სატენდერო წინადადება უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტებზე: g.tsiklauri@gte.ge; g.tkhelidze@gte.ge
ტენდერის კატეგორია:
- 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
- 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
- 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები