ჩაბარების ვადა:

26 სექტემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T27912 - ტენდერი პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 26 სექტემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია აცხადებს ტენდერს პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვაზე.

ტენდერის საგანი:

საბაჟო-საკონტეინერო ტერმინალის ოპერაციების ავტომატიზაციისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შესყიდვა და დანერგვა.

ტენდერის მიზანი:
ტერმინალში განხორციელებული პროცესების (კონტეინერების მიღება, გაშვება, დატვირთვა, დაცლა, შენახვა, საბაჟო დოკუმენტაციის აღრიცხვა და რეალურ დროში მონიტორინგი) სრულად ავტომატიზაცია, ერთიანი აპლიკაციის შექმნა და ექსპლუატაციაში ჩაშვება.

შესასრულებელი ძირითადი ამოცანები:

  • მომხმარებლის მართვის მოდულის დანერგვა (რეგისტრაცია, ავტორიზაცია, როლები და უფლებები).
  • კონტეინერებისა და ტვირთების მოძრაობისა და სტატუსის მართვა.
  • ტერმინალური ოპერაციების აღრიცხვა (მიღება, დატვირთვა, დაცლა, გადატვირთვა).
  • საბაჟო და სატრანსპორტო დოკუმენტაციის მართვა.
  • ინტეგრაცია საბაჟო, რკინიგზის და შემოსავლების სამსახურის სისტემებთან.
  • ტვირთისა და კონტეინერის რეალურ დროში ტრეკინგი.
  • რეპორტინგისა და ანალიტიკის მოდულის დანერგვა.
  • უსაფრთხოების და როლებზე დაფუძნებული წვდომის მართვა.

ტექნოლოგიური მოთხოვნები:

  • Backend: .NET Core / Web API
  • Frontend: ASP.NET MVC
  • მონაცემთა ბაზა: MS SQL
  • არქიტექტურა: მიკროსერვისული სტრუქტურა, API ინტეგრაცია
  • უსაფრთხოება: მონაცემთა დაშიფვრა, როლების მიხედვით წვდომა, audit log-ები

შესრულების პირობები:

  • სისტემის ანალიტიკა და დიზაინი.
  • პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და ტესტირება.
  • სატესტო მონაცემებით დატვირთვა და ფუნქციონალის დამტკიცება.
  • საბოლოო სისტემის დანერგვა და ოპერატორების ტრენინგი.

დოკუმენტაცია:
ტენდერის სრულ ტექნიკურ დავალებას, პროცესების აღწერასა და საკონტეინერო ოპერაციების ჩამონათვალს bidders მიიღებენ თანდართული ფაილების სახით.

წინადადების წარდგენის ბოლო ვადა: 26 სექტემბერი, 2025  18:00 საათი
სატენდერო წინადადება უნდა გაიგზავნოს ელ.ფოსტებზე: g.tsiklauri@gte.ge; g.tkhelidze@gte.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 72200000 პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება და საკონსულტაციო მომსახურებები
  • 48600000 მონაცემთა ბაზისა და ოპერაციული პროგრამული პაკეტები
  • 48700000 პროგრამული პაკეტების მომსახურე პროგრამები
შეკითხვები