9 ოქტომბერი 2025, 23:59
სტატუსი:
შეფასება
E
ელ. ტენდერი
T28156 - ტენდერი HVAC გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის სისტემების სრული მომსახურების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: სს "ჯორჯიან ქარდი"
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 3 ოქტომბერი 2025 დრო 12:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 9 ოქტომბერი 2025 დრო 23:59
ტენდერის აღწერილობა:
სს ჯორჯიან ქარდი (ს/კ 204396377) აცხადებს ტენდერს HVAC გათბობა-გაგრილება ვენტილაციის სისტემების სრული მომსახურების შესყიდვაზე.
მისამართი: ა. ბელიაშვილის ქ, N 53, თბილისი
სართულების რაოდენობა: 6
ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:
- ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებულიდოკუმენტები;
- ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
- ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს;
- ტენდერში მონაწილემ ჩაშლილად უნდა წარმოადგინოს მასალების და გასაწევის სამუშაოების /მომსახურების ფასი;
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
- ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველი თვის ბოლოს, მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
- პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირისხელმოწერითა და ბეჭდით;
- ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია:
- შესასრულებელი სამუშოების აღწერილობა (დანართი 1);
- საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
- ფასების ცხრილი (დანართი 3);
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- სარეკომენდაციო დოკუმენტაცია; - ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითიიურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
- წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;
შესასყიდი გადაწყვეტილების მახასიათებლების დეტალური აღწერა მოცემულია დანართი N1-ში, შესავსები ფასები ცხრილი დანართი N3-ში;
პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდაიყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში.
პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიცგანხორციელებული უნდა იყოს ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში
დანართი:1 შესასრულებელი სამუშოების აღწერილობა:
- ცენტრალური სისტემის ტექნიკური მონიტორინგი: 3 თვეში ერთხელ; (სისტემის ვიზუალური დათვალიერება, ტექნიკური პარამეტრების და დაბინძურების მდგომარეობის ანალიზი, შესაბამისი დეფექტურის მომზადება და გაზიარება);
- გეგმიური სერვისი: სისტემის სრულყოფილი წმენდა; (დამკვეთთან შეთანხმებით);
- შიდა ბლოკების გეგმიური წმენდა: წელიწადში 4 -ჯერ.
- გარე ბლოკების წმენდა: წელიწადში 2- ჯერ.
- AHU-ს წმენდა: წელიწადში 3 -ჯერ
- ფილტრების წმენდა, საწიროების შემთხვევაში შეცვლა;
- კოილების (Coils) გაწმენდა;
- ვენტილატორების და ფანის წმენდა;
- დრენაჟის სისტემის შემოწმება და წმენდა;
- ჰაერის არხების დათვალიერება (საჭიროებისამებრ გასუფთავება); - სერვისის ჩატარებამდე აუცილებლად უნდა მოხდეს დამკვეთის ინფორმირება წინასწარ მეილის საშუალებით procurement@gc.ge და ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.
- მომსახურე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს დამატებითი წმენდითი მომსახურება საჭიროების შემთხვევაში დამატებით ხარჯის გარეშე – (მაგ, წყლის ფილტრების, სავენტილაციო სისტემის და სხვა ელემენტების გაწმენდა).
- მომსახურე კომპანიამ 24/7 უნდა უზრუნველყოს საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება – გამოძახებიდან (მაქსიმუმ 1 სამუშაო დღე , ულიმიტოდ)
- მომსახურე კომპანიამ საჭიროა უზრუნველყოს გაგრილება- გათბობის, ვენტილაციის სისტემებთან დაკავშირებული აგრეგატების: სრული მომსახურება – ყველა საჭირო სარემონტო სამუშაოს შესრულება. ( დამატებითი ანაზღაურების გარეშე)
- მომსახურე კომპანიამ საჭიროა უზრუნველყოს დამკვეთის გაგრილება-გათბობის სისტემის დანადგარების დეტალური მონაცემების აღრიცხვა და მართვა.
- მომსახურე კომპანიამ ასევე საჭიროა საქართველოს კანონმდებლობასთან დადგენილი რეგულაციების დაცვით, მოახდინოს შესაბამისი დოკუმენტაციის და აღრიცხვის წარმოება, ყველა საჭირო მომსახურების გაწევის დროს;
- მომსახურე კომპანიამ უნდა მოახდინოს: შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა და მონიტორინგი.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 9 ოქტომბერი, 23:59 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
საკონტაქტო ინფორმაცია
მარიამ ტაბატაძე
tenders@gc.ge
+995 577 331197
ნინო ინასარიძე
+995 599200167
tenders@gc.ge
ტენდერის კატეგორია:
- 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
- 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია
- 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები