ჩაბარების ვადა:

9 ოქტომბერი 2025, 23:59

სტატუსი:

შეფასება

E
ელ. ტენდერი
T28156 - ტენდერი HVAC გათბობა-გაგრილება, ვენტილაციის სისტემების სრული მომსახურების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: სს "ჯორჯიან ქარდი"
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 3 ოქტომბერი 2025 დრო 12:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 9 ოქტომბერი 2025 დრო 23:59

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

სს ჯორჯიან ქარდი (ს/კ 204396377) აცხადებს ტენდერს HVAC გათბობა-გაგრილება ვენტილაციის სისტემების სრული მომსახურების შესყიდვაზე.

მისამართი: ა. ბელიაშვილის ქ, N 53, თბილისი

სართულების რაოდენობა: 6

ტენდერში მონაწილეობის ინსტრუქცია:

  • ტენდერის ფარგლებში პრეტენდენტებმა სისტემაში უნდა ატვირთონ სატენდერო მოთხოვნებით გათვალისწინებულიდოკუმენტები;
  • ტენდერის ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოპოვება ან დაზუსტება შესაძლებელია საკონტაქტო პირთანდაკავშირების საფუძველზე, - საწყის გვერდზე მითითებული ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის საშუალებით;
  • ტენდერის დასრულების შემდეგ სატენდერო კომისია განიხილავს შეთავაზებებს და გამოავლენს საუკეთესოპირობების მქონე მომწოდებელს;
  • ტენდერში მონაწილემ ჩაშლილად უნდა წარმოადგინოს მასალების და გასაწევის სამუშაოების /მომსახურების  ფასი;
  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში და მოიცავდეს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს და გადასახდელებს.
  • ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველი თვის ბოლოს, მომსახურების სრულად და ჯეროვნად შესრულებისა და მხარეთა შორის შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 15 (თხუთმეტი) საბანკო დღის ვადაში.
  • პრეტენდენტის მიერ ასატვირთი ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს უფლებამოსილი პირისხელმოწერითა და ბეჭდით;
  • ტენდერში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ორგანიზაციამ წარმოადგინოს შემდეგი სავალდებულოდოკუმენტაცია:
    - შესასრულებელი სამუშოების აღწერილობა (დანართი 1); 
    - საბანკო რეკვიზიტები (დანართი 2);
    - ფასების ცხრილი (დანართი 3);
    - ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
    - სარეკომენდაციო დოკუმენტაცია;
  • ტენდერის განმავლობაში პრეტენდენტს აქვს ვალდებულება მოთხოვნისამებრ წარმოადგინოს დამატებითიიურიდიული თუ ფინანსური დოკუმენტი;
  • წარმოდგენილი წინადადება ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 90 კალენდარული დღის განმავლობაში;

დავალებათა აღწერილობა:

შესასყიდი გადაწყვეტილების მახასიათებლების დეტალური აღწერა მოცემულია დანართი N1-ში,  შესავსები ფასები ცხრილი დანართი N3-ში;

სატენდერო მოთხოვნები:

პრეტენდენტის წინააღმდეგ არ უნდა მიმდინარეობდეს გადახდისუუნარობის საქმის წარმოება და პრეტენდენტი არ უნდაიყოს ლიკვიდაციის / რეორგანიზაციის პროცესში. 

პრეტენდენტ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს შესაბამისი მომსახურების გაწევის მინიმუმ 3 (სამი) წლიანი გამოცდილება. 

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს კომპანიის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია, საქმიანობის მოკლე აღწერილობა(გამოცდილება, კლიენტების სია) და მსგავსი ტიპის მომსახურების მინიმუმ ორი ხელშეკრულების წარმატებით დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი (ხელშეკრულება და მიღება-ჩაბარების აქტი) რომელიცგანხორციელებული უნდა იყოს ბოლო 3 (სამი) წლის განმავლობაში

დანართი:1 შესასრულებელი სამუშოების აღწერილობა:

  • ცენტრალური სისტემის ტექნიკური მონიტორინგი: 3 თვეში ერთხელ; (სისტემის ვიზუალური დათვალიერება, ტექნიკური პარამეტრების და დაბინძურების მდგომარეობის ანალიზი, შესაბამისი დეფექტურის მომზადება და გაზიარება);
  • გეგმიური სერვისი: სისტემის სრულყოფილი წმენდა; (დამკვეთთან შეთანხმებით);
  • შიდა ბლოკების გეგმიური წმენდა:  წელიწადში 4 -ჯერ.
  • გარე ბლოკების წმენდა: წელიწადში 2- ჯერ.
  • AHU-ს წმენდა: წელიწადში 3 -ჯერ
    - ფილტრების წმენდა, საწიროების შემთხვევაში შეცვლა;
    - კოილების (Coils) გაწმენდა;
    - ვენტილატორების და ფანის წმენდა;
    - დრენაჟის სისტემის შემოწმება და წმენდა;
    - ჰაერის არხების დათვალიერება (საჭიროებისამებრ გასუფთავება);
  • სერვისის ჩატარებამდე აუცილებლად უნდა მოხდეს დამკვეთის ინფორმირება წინასწარ მეილის საშუალებით procurement@gc.ge და ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.
  • მომსახურე კომპანიამ უნდა უზრუნველყოს დამატებითი წმენდითი მომსახურება საჭიროების შემთხვევაში დამატებით ხარჯის გარეშე – (მაგ, წყლის ფილტრების, სავენტილაციო სისტემის და სხვა ელემენტების გაწმენდა).
  • მომსახურე კომპანიამ 24/7 უნდა უზრუნველყოს საჭიროების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება – გამოძახებიდან (მაქსიმუმ 1 სამუშაო დღე , ულიმიტოდ)
  • მომსახურე კომპანიამ საჭიროა უზრუნველყოს გაგრილება- გათბობის, ვენტილაციის სისტემებთან დაკავშირებული აგრეგატების: სრული მომსახურება – ყველა საჭირო სარემონტო სამუშაოს შესრულება. ( დამატებითი ანაზღაურების გარეშე)
  • მომსახურე კომპანიამ საჭიროა უზრუნველყოს დამკვეთის გაგრილება-გათბობის სისტემის დანადგარების დეტალური მონაცემების აღრიცხვა და მართვა.
  • მომსახურე კომპანიამ ასევე საჭიროა საქართველოს კანონმდებლობასთან დადგენილი რეგულაციების დაცვით, მოახდინოს შესაბამისი დოკუმენტაციის და აღრიცხვის წარმოება, ყველა საჭირო მომსახურების გაწევის დროს;
  • მომსახურე კომპანიამ უნდა მოახდინოს: შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა და მონიტორინგი. 

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: www.tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნას www.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 9 ოქტომბერი, 23:59 საათი
  • შეთავაზების ვალუტა: ლარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

საკონტაქტო ინფორმაცია

მარიამ ტაბატაძე
tenders@gc.ge
+995 577 331197

ნინო ინასარიძე
+995 599200167 
tenders@gc.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 44600000 ავზები, რეზერვუარები და კონტეინერები; ცენტრალური გათბობის რადიატორები და ბოილერები
  • 09300000 ელექტროენერგია, გათბობა, მზისა და ბირთვული ენერგია
  • 42500000 გამაგრილებელი და სავენტილაციო მოწყობილობები
შეკითხვები