
27 ოქტომბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარე
E
ელ. ტენდერი
T28346 T28345 - ტენდერი საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის ელექტროსამონტაჟო და შეკეთებით სამუშაობზე
- გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
- შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
- შეთავაზების ვალუტა: GEL
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- მონაწილეობის დაწყება: 21 ოქტომბერი 2025 დრო 08:00
- წინადადების მიღება მთავრდება: 27 ოქტომბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საქართველოს მასშტაბით მდებარე სერვის-ცენტრებსა და ბექ-ოფისებში ელექტრულ სისტემებთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე.
ტენდერის მიზანია გამარჯვებულ კომპანიებთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება მხარეთა თანამშრომლობის ძირითადი პირობები ელექტრო-სამუშაოების მიმართულებით.
ხელშეკრულების სავარაუდო მოქმედების ვადაა 2 წელი.
ტენდერის შედეგად შესაძლებელია შეირჩეს ერთზე მეტი მომწოდებელი, რომელთაც გადაეცემათ ბანკის მიერ დაფიქსირებული ინციდენტები.
საშუალო დატვირთვა თითო კომპანიაზე შეადგენს თვეში 20-40 ინციდენტს, საშუალო თვიური ღირებულებით 15,000–40,000 ლარის ფარგლებში.
ინციდენტების მოცულობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს მომსახურების ხარისხისა და სისწრაფის შესაბამისად.
სატენდერო წინადადების მოთხოვნები:
- პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- პრეისკურანტი – ინციდენტების მომსახურებისა და მასალების ფასების ცხრილი (დანართი №1);
- კომპანიის ინფორმაცია – საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილების მიმოხილვა (პორტფოლიო/პრეზენტაცია);
- სერტიფიკატები ან ლიცენზიები – შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში);
- დამადასტურებელი გამოცდილება – ბოლო 2 წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოების ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები საერთო ღირებულებით არანაკლებ 200,000 ლარისა.
- ალტერნატიულად, შესაძლებელია შესაბამისი CMR, SPA, NAT ნომრების მითითება სახელმწიფო შესყიდვების სისტემიდან.
- პრეტენდენტი არ უნდა იმყოფებოდეს ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის ან გადახდისუუნარობის პროცესში.
- ტენდერის მიმდინარეობისას ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი იურიდიული ან ფინანსური დოკუმენტები.
ანგარიშსწორების პირობები
- სატენდერო ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ლარში, გადასახადების ჩათვლით.
- თითოეულ ინციდენტზე ანაზღაურება ხორციელდება თვეში ერთხელ.
- მომწოდებელი ვალდებულია ყოველი თვის 1-დან 5 რიცხვამდე წარმოადგინოს წინა თვეში შესრულებული ინციდენტების შესახებ ინფორმაცია ფორმა №2-ის სახით, რომელიც ეგზავნება ბანკის შესაბამისი მიმართულების პასუხისმგებელ პირებს დასადასტურებლად.
- დადასტურების შემდეგ, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, მომწოდებლის ანგარიშზე ირიცხება შესაბამისი თანხა.
მომწოდებლის ძირითადი ვალდებულებები
მომწოდებელი ვალდებულია:
- უზრუნველყოს ინციდენტებზე რეაგირება ბანკის მოთხოვნიდან:
- თბილისში: არაუმეტეს 4 სამუშაო საათისა,
- რეგიონებში: არაუმეტეს 12 სამუშაო საათისა;
უზრუნველყოს პრობლემის საბოლოო მოგვარება:
- თბილისში: დამატებით არაუმეტეს 4 სამუშაო საათში,
- რეგიონებში: დამატებით არაუმეტეს 8 სამუშაო საათში.
- (რეაგირების ვადები შესაძლებელია შეიცვალოს წინასწარი შეთანხმებით)
სამუშაოზე ინფორმაციის მიღება დაადასტუროს ბანკის შეტყობინებიდან არაუმეტეს 1 საათში;
ბანკის მოთხოვნის შესაბამისად მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გეგმიური სარევიზიო სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი გრაფიკის შეთანხმება;
უზრუნველყოს მომსახურების გაწევა როგორც სამუშაო საათებში, ასევე არასამუშაო დროს (შაბათ-კვირას) ბანკის მოთხოვნის შესაბამისად;
უზრუნველყოს თანამშრომლების პროფესიული კვალიფიკაცია, აღჭურვა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
დაუყოვნებლივ შეცვალოს პერსონალი ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, არაუგვიანეს 2 დღის ვადაში.
პასუხისმგებლობა და პირგასამტეხლო
- არაჯეროვნად შესრულებული მომსახურების შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს დააკისროს 200 ლარის ოდენობის ერთჯერადი პირგასამტეხლო თითოეულ შემთხვევაზე;
- ქონების დაზიანების ან დაუდევრობის შემთხვევებში მომწოდებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ზიანი;
- შესრულების აქტის არ წარდგენის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს არ განახორციელოს ანაზღაურება.
დამატებითი პირობები:
ხელშეკრულებისა და წინამდებარე დოკუმენტის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.
ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:
- შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
- ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
- სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 27 ოქტომბერი, 18:00 საათი
- შეთავაზების ვალუტა: ლარი
- ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
- ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში
ტენდერთან დაკავშრებულ საკითხზე დაუკავშირდით:
ბექა მუმლაძე
ტელ:551 46 20 03
ტექნიკურ საკითხებზე:
გიორგი სხილაძე
577 102 917
ტენდერის კატეგორია:
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები