ჩაბარების ვადა:

27 ოქტომბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

E
ელ. ტენდერი
T28346 T28345 - ტენდერი საქართველოს ბანკის ობიექტებისთვის ელექტროსამონტაჟო და შეკეთებით სამუშაობზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს ბანკი
  • შესყიდვის ტიპი: ელ. ტენდერი
  • შეთავაზების ვალუტა: GEL
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • მონაწილეობის დაწყება: 21 ოქტომბერი 2025 დრო 08:00
  • წინადადების მიღება მთავრდება: 27 ოქტომბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

შეთავაზების ატვირთვისათვის, გთხოვთ გადახვიდეთ "შეთავაზების" ტაბში.

ტენდერის აღწერილობა:

სს „საქართველოს ბანკი“ აცხადებს ტენდერს საქართველოს მასშტაბით მდებარე სერვის-ცენტრებსა და ბექ-ოფისებში ელექტრულ სისტემებთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე.

ტენდერის მიზანია გამარჯვებულ კომპანიებთან გენერალური ხელშეკრულების გაფორმება, რომლის საფუძველზეც განისაზღვრება მხარეთა თანამშრომლობის ძირითადი პირობები ელექტრო-სამუშაოების მიმართულებით.

ხელშეკრულების სავარაუდო მოქმედების ვადაა 2 წელი. 

ტენდერის შედეგად შესაძლებელია შეირჩეს ერთზე მეტი მომწოდებელი, რომელთაც გადაეცემათ ბანკის მიერ დაფიქსირებული ინციდენტები.

საშუალო დატვირთვა თითო კომპანიაზე შეადგენს თვეში 20-40 ინციდენტს, საშუალო თვიური ღირებულებით 15,000–40,000 ლარის ფარგლებში.

ინციდენტების მოცულობა შეიძლება გაიზარდოს ან შემცირდეს მომსახურების ხარისხისა და სისწრაფის შესაბამისად.

სატენდერო წინადადების მოთხოვნები:

  • პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
  • პრეისკურანტი – ინციდენტების მომსახურებისა და მასალების ფასების ცხრილი (დანართი №1);
  • კომპანიის ინფორმაცია – საქმიანობის მოკლე აღწერა, გამოცდილების მიმოხილვა (პორტფოლიო/პრეზენტაცია);
  • სერტიფიკატები ან ლიცენზიები – შესაბამისი საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები (არსებობის შემთხვევაში);
  • დამადასტურებელი გამოცდილება – ბოლო 2 წლის განმავლობაში შესრულებული ანალოგიური სამუშაოების ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები საერთო ღირებულებით არანაკლებ 200,000 ლარისა.
  • ალტერნატიულად, შესაძლებელია შესაბამისი CMR, SPA, NAT ნომრების მითითება სახელმწიფო შესყიდვების სისტემიდან.
  • პრეტენდენტი არ უნდა იმყოფებოდეს ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის ან გადახდისუუნარობის პროცესში.
  • ტენდერის მიმდინარეობისას ბანკს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი იურიდიული ან ფინანსური დოკუმენტები.

ანგარიშსწორების პირობები

  • სატენდერო ფასები წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ლარში, გადასახადების ჩათვლით.
  • თითოეულ ინციდენტზე ანაზღაურება ხორციელდება თვეში ერთხელ.
  • მომწოდებელი ვალდებულია ყოველი თვის 1-დან 5 რიცხვამდე წარმოადგინოს წინა თვეში შესრულებული ინციდენტების შესახებ ინფორმაცია ფორმა №2-ის სახით, რომელიც ეგზავნება ბანკის შესაბამისი მიმართულების პასუხისმგებელ პირებს დასადასტურებლად.
  • დადასტურების შემდეგ, არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, მომწოდებლის ანგარიშზე ირიცხება შესაბამისი თანხა.

მომწოდებლის ძირითადი ვალდებულებები

მომწოდებელი ვალდებულია:

  • უზრუნველყოს ინციდენტებზე რეაგირება ბანკის მოთხოვნიდან: 
  • თბილისში: არაუმეტეს 4 სამუშაო საათისა,
  •  რეგიონებში: არაუმეტეს 12 სამუშაო საათისა; 

უზრუნველყოს პრობლემის საბოლოო მოგვარება:

  • თბილისში: დამატებით არაუმეტეს 4 სამუშაო საათში,
  •  რეგიონებში: დამატებით არაუმეტეს 8 სამუშაო საათში.
  • (რეაგირების ვადები შესაძლებელია შეიცვალოს წინასწარი შეთანხმებით)

სამუშაოზე ინფორმაციის მიღება დაადასტუროს ბანკის შეტყობინებიდან არაუმეტეს 1 საათში;

ბანკის მოთხოვნის შესაბამისად მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს გეგმიური სარევიზიო სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი გრაფიკის შეთანხმება;

უზრუნველყოს მომსახურების გაწევა როგორც სამუშაო საათებში, ასევე არასამუშაო დროს (შაბათ-კვირას) ბანკის მოთხოვნის შესაბამისად;

უზრუნველყოს თანამშრომლების პროფესიული კვალიფიკაცია, აღჭურვა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

დაუყოვნებლივ შეცვალოს პერსონალი ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში, არაუგვიანეს 2 დღის ვადაში.

პასუხისმგებლობა და პირგასამტეხლო

  • არაჯეროვნად შესრულებული მომსახურების შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს დააკისროს 200 ლარის ოდენობის ერთჯერადი პირგასამტეხლო თითოეულ შემთხვევაზე;
  • ქონების დაზიანების ან დაუდევრობის შემთხვევებში მომწოდებელი ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ზიანი;
  • შესრულების აქტის არ წარდგენის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს არ განახორციელოს ანაზღაურება. 

დამატებითი პირობები:

ხელშეკრულებისა და წინამდებარე დოკუმენტის წინააღმდეგობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ხელშეკრულების პირობებს.

ინფორმაცია ელექტრონულ ტენდერში მონაწილეთათვის:

  • შემოთავაზება უნდა აიტვირთოს ელექტრონული შესყიდვების ვებ-გვერდზე: tenders.ge
  • ნებისმიერი შეკითხვა ტენდერის მიმდინარეობის პროცესში უნდა იყოს წერილობითი და გამოყენებულ უნდა იქნასwww.tenders.ge-ს პორტალის ონლაინ კითხვა-პასუხის რეჟიმი
  • სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა:  2025 წლის 27 ოქტომბერი, 18:00 საათი
  • შეთავაზების ვალუტალარი
  • ვაჭრობის ტიპი: ვაჭრობის გარეშე
  • ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობის მიღების დეტალური ინსტრუქცია გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში

ტენდერთან დაკავშრებულ საკითხზე დაუკავშირდით:

ბექა მუმლაძე
ტელ:551 46 20 03
 

ტექნიკურ საკითხებზე:

გიორგი სხილაძე
577 102 917

ტენდერის კატეგორია:

  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
შეკითხვები