25 სექტემბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2855 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე
ტენდერის აღწერილობა:
სს ფინკა ბანკი საქართველო აცხადებს ტენდერს თანამშრომლების სამედიცინო დაზღვევაზე: ჯანმრთელობის დაზღვევა, უბედური შეთხვევისგან დაზღვევა, მათ შორის, დროებითი უუნარობის შემთხვევაში და სიცოცხლის დაზღვევა, თბილისსა და რეგიონებში.
მომსახურების გაწევის ვადა: მინიმუმ 1 წლიანი ხელშეკრულება
დაზღვეულთა რაოდენობა: 1000 +
ტენდერში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებმა, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი აუცილებელი პირობები წარმოდგენილ შემოთავაზებებში:
აუცილებელი პირობა:
- თანამშრომლების ასაკობრივი ზღვარი - ულიმიტო: დაზღვევას ექვემდებარებიან საოჯახო პაკეტის მეშვეობით - მეუღლე (ასაკის შეუზღუდავად), შვილები 21 წლამდე, მშობლები და და-ძმა (65 წლამდე);
- ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში თანამშრომლების (რაოდენობის მიუხედავად) როგორც ინდივიდუალურ, ისე საოჯახო პაკეტში დაზღვეულთა დამატების და გამოკლების შესაძლებლობა;
- ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სადაზღვევო პაკეტი: 25 ლარიანი ინდივიდუალური და 50 ლარიანი საოჯახო. მოცემული პაკეტის ღირებულება არის შემოსული წინადადებების შედარებებისთვის, შერჩეულ კომპანიებთან ინდივიდუალურად მოხდება დაკავშირება შემდეგი მოლაპარაკებებისთვის.
- საოჯახო დაზღვევის პაკეტის ღირებულება უნდა იყოს ერთი და არ უნდა შეიცვალოს პაკეტში დაზღვეულთა რაოდენობიდან გამომდინარე. საოჯახო პაკეტში დაზღვეულების რაოდენობა შეიძლება იყოს 2 და „+“ პირები. (თანამშრომელი და მეუღლე, ან/და თანამშრომელი, მეუღლე და შვილები (21 წლამდე)).
- ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე არსებული დაავადებების და მდგომარეობების (ორსულობა, მშობიარობა), მათი გართულების მკურნალობის და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება დაზღვეულთათვის.
კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- სრულად შევსებული თანდართული Excel-ის დოკუმენტი თქვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქტზე;
- სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები (როგორც პროვაიდერ, ასევე არაპროვაიდერი კლინიკის შემთხვევაში), საჭირო დოკუმენტები და პროცედურა;
- გამონაკლისების დეტალური სია - რა არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
- თქვენი კომპანიის პროვაიდერების სია და კლინიკების ჩამონათვალი საქართველოს მაშტაბით;
- ანგარიშსწორების პირობები;
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
- დაზღვეულისთვის სადაზღვეო პროცედურის დეტალური აღწერა - მომსახურების მიღების სურვილიდან დაწრებული, ანაზღაურების მიღებით დასრულებული.
ფასები მოწოდებული უნდა იყოს ლარებში.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადებები მოგვაწოდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: healthinsurance@finca.ge
შემოთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 25 სექტემბერი 2017 წ. (18:00-მდე)
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ:
ფინკა ბანკი საქართველოს HR დეპარტამენტი
სს ფინკა ბანკი საქართველო
სათავო ოფისი, ვაჟა-ფშაველას 71, თბილისი 0181
ტელ.: (+99532) 2207410/11 ext: #1035 / # 1039
ელ. ფოსტა: healthinsurance@finca.ge
ტენდერის კატეგორია:
- 75300000 სავალდებულო სოციალურ დაზღვევასთან დაკავშირებული მომსახურებები
- 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები