ჩაბარების ვადა:

25 სექტემბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2855 - ტენდერი თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

სს ფინკა ბანკი საქართველო აცხადებს ტენდერს თანამშრომლების სამედიცინო დაზღვევაზე: ჯანმრთელობის დაზღვევა, უბედური შეთხვევისგან დაზღვევა, მათ შორის, დროებითი უუნარობის შემთხვევაში და სიცოცხლის დაზღვევა, თბილისსა და რეგიონებში.

მომსახურების გაწევის ვადა: მინიმუმ 1 წლიანი ხელშეკრულება
დაზღვეულთა რაოდენობა: 1000 +

ტენდერში მონაწილე სადაზღვევო კომპანიებმა, გთხოვთ გაითვალისწინოთ შემდეგი აუცილებელი პირობები წარმოდგენილ შემოთავაზებებში:

აუცილებელი პირობა:

  • თანამშრომლების ასაკობრივი ზღვარი - ულიმიტო: დაზღვევას ექვემდებარებიან საოჯახო პაკეტის მეშვეობით - მეუღლე (ასაკის შეუზღუდავად), შვილები 21 წლამდე, მშობლები და და-ძმა (65 წლამდე);
  • ხელშეკრულების მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში თანამშრომლების (რაოდენობის მიუხედავად) როგორც ინდივიდუალურ, ისე საოჯახო პაკეტში დაზღვეულთა დამატების და გამოკლების შესაძლებლობა;
  • ტენდერში მონაწილე კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სადაზღვევო პაკეტი: 25 ლარიანი ინდივიდუალური და 50 ლარიანი საოჯახო. მოცემული პაკეტის ღირებულება არის შემოსული წინადადებების შედარებებისთვის, შერჩეულ კომპანიებთან ინდივიდუალურად მოხდება დაკავშირება შემდეგი მოლაპარაკებებისთვის.
  • საოჯახო დაზღვევის პაკეტის ღირებულება უნდა იყოს ერთი და არ უნდა შეიცვალოს პაკეტში დაზღვეულთა რაოდენობიდან გამომდინარე. საოჯახო პაკეტში დაზღვეულების რაოდენობა შეიძლება იყოს 2 და „+“ პირები. (თანამშრომელი და მეუღლე, ან/და თანამშრომელი, მეუღლე და შვილები (21 წლამდე)).
  • ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე არსებული დაავადებების და მდგომარეობების (ორსულობა, მშობიარობა), მათი გართულების მკურნალობის და მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურება დაზღვეულთათვის.

კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

  • სრულად შევსებული თანდართული Excel-ის დოკუმენტი თქვენს მიერ შემოთავაზებულ პროდუქტზე;
  • სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების პირობები (როგორც პროვაიდერ, ასევე არაპროვაიდერი კლინიკის შემთხვევაში), საჭირო დოკუმენტები და პროცედურა;
  • გამონაკლისების დეტალური სია - რა არ ექვემდებარება ანაზღაურებას;
  • თქვენი კომპანიის პროვაიდერების სია და კლინიკების ჩამონათვალი საქართველოს მაშტაბით;
  • ანგარიშსწორების პირობები;
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
  • დაზღვეულისთვის სადაზღვეო პროცედურის დეტალური აღწერა - მომსახურების მიღების სურვილიდან დაწრებული, ანაზღაურების მიღებით დასრულებული. 

ფასები მოწოდებული უნდა იყოს ლარებში.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადებები მოგვაწოდეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: healthinsurance@finca.ge

შემოთავაზების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 25 სექტემბერი 2017 წ. (18:00-მდე)

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ:

ფინკა ბანკი საქართველოს HR დეპარტამენტი
სს ფინკა ბანკი საქართველო
სათავო ოფისი, ვაჟა-ფშაველას 71, თბილისი 0181
ტელ.: (+99532) 2207410/11 ext: #1035 / # 1039
ელ. ფოსტა: healthinsurance@finca.ge

ტენდერის კატეგორია:

  • 75300000 სავალდებულო სოციალურ დაზღვევასთან დაკავშირებული მომსახურებები
  • 66500000 სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებები