28 ნოემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT28738 - ტენდერი სანიტარული მედდის მომსახურებაზე
- გამომცხადებელი: ლომისი
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 28 ნოემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
ს.ს.ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:
1. ნომრით #-EF-GE 818
2. დანიშნულება: სანიტარული მედდის მომსახურება
მედდის სამუშაო აღწერილობა:
- გადაუდებელი შემთხვევებისას, დაშავებულების ჰოსპიტალიზაციის ორგანიზება;
- პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა;
- მედიკამენტების აღრიცხვა და დროული შეკვეთა;
- სამედიცინო აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;
- პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული შემოწმების უზრუნველყოფა;
- სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საწარმოს ტერიტორიასა და სასადილოში ჰიგიენის აუდიტების ჩატარება და შეუსაბამობების გამოვლინება;
- ჟურნალების წარმოება გამოვლენილი შეუსაბამობებსა და ჩასატარებელი მაკორექტირებელი ღონისძიებებისათვის და ინფორმაციის შესაბამისი პირებისათვის მიწოდება.
- საწარმოსა და ეზოს ტერიტორიაზე დერატიზაცია-დეზინსექციის სამუშაოების მონიტორინგი;
- საწარმოს თანამშრომლებისთვის ჰიგიენის ტრენინგების ჩატარება;
- კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა
შემოთავაზებები მიიღება მხოლოდ რეგისტრირებული კომპანიებისგან.
სამუშაო ადგილი: ნატახტარი
სამუშო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
დაინტერესებულმა პირებმა ელეტრონული ფორმით უნდა წარადგინონ:
- შევსებული და ხელმოწერილი შემოთავაზება
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
ტენდერის პირობები:
ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს.
სატენდერო დოკუმენტები დასკანერებული სახით უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ საფოსტო მისამართზე მისამართზე:
elene.gelashvili@ge.anadoluefes.com
შემოთავაზების მიღება მთავრდება: 28.11.2025 18:00
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
ელენე გელაშვილი
elene.gelashvili@ge.anadoluefes.com
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
ტენდერის კატეგორია:
- 85100000 ჯანდაცვის სფეროს მომსახურებები