ჩაბარების ვადა:

28 ნოემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T28738 - ტენდერი სანიტარული მედდის მომსახურებაზე

  • გამომცხადებელი: ლომისი
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 28 ნოემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

ს.ს.ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი აცხადებს ტენდერს:

1. ნომრით #-EF-GE 818
2. დანიშნულება: სანიტარული მედდის მომსახურება 

მედდის სამუშაო აღწერილობა:

  • გადაუდებელი შემთხვევებისას, დაშავებულების ჰოსპიტალიზაციის ორგანიზება;
  • პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა;
  • მედიკამენტების აღრიცხვა და დროული შეკვეთა;
  • სამედიცინო აღრიცხვის ჟურნალის წარმოება;
  • პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის პერიოდული შემოწმების უზრუნველყოფა;
  • სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საწარმოს ტერიტორიასა და სასადილოში ჰიგიენის აუდიტების ჩატარება და შეუსაბამობების გამოვლინება;
  • ჟურნალების წარმოება გამოვლენილი შეუსაბამობებსა და ჩასატარებელი მაკორექტირებელი ღონისძიებებისათვის და ინფორმაციის შესაბამისი პირებისათვის მიწოდება.
  • საწარმოსა და ეზოს ტერიტორიაზე დერატიზაცია-დეზინსექციის სამუშაოების მონიტორინგი;
  • საწარმოს თანამშრომლებისთვის ჰიგიენის ტრენინგების ჩატარება;
  • კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა

შემოთავაზებები მიიღება მხოლოდ რეგისტრირებული კომპანიებისგან. 

სამუშაო ადგილი: ნატახტარი
სამუშო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 

დაინტერესებულმა პირებმა ელეტრონული ფორმით უნდა წარადგინონ:

  • შევსებული და ხელმოწერილი შემოთავაზება
  • ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან

ტენდერის პირობები:

ფასები უნდა შეიცავდეს ყველა შესაძლო გადასახადს. 

სატენდერო დოკუმენტები დასკანერებული სახით უნდა მოგვაწოდოთ შემდეგ საფოსტო მისამართზე მისამართზე: 

elene.gelashvili@ge.anadoluefes.com 

შემოთავაზების მიღება მთავრდება:  28.11.2025  18:00

შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.

ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:

ელენე გელაშვილი
elene.gelashvili@ge.anadoluefes.com 
შესყიდვების  დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი

ტენდერის კატეგორია:

  • 85100000 ჯანდაცვის სფეროს მომსახურებები
შეკითხვები