ჩაბარების ვადა:

26 დეკემბერი 2025, 18:00

სტატუსი:

მიმდინარე

T29123 - ტენდერი მთავარ ქსელზე კანალიზააცის დაერთების სამუშაოების შესყიდვაზე

  • გამომცხადებელი: York Holding Group
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 26 დეკემბერი 2025 დრო 18:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია "იორკ ჰოლდინგ გრუპი" აცხადებს ტენდერს მთავარ ქსელზე კანალიზაციის დაერთების სამუშაოებზე.

ობიექტი: თბილისი, ლისის მიმდებარე ტერიტორია, ხომლის ქუჩა ნომერი 20 (ე.წ ლისი პერსპექტივის პროექტი)

ტენდერის საგანი: კანალიზაციის დაერთება მთავარ ქსელზე, შესაბამისი ნებართვის  საფუძველზე.

სამუშაოების მოცულობა (ზოგადი აღწერა): სამუშაოების მოცულობა მოიცავს კანალიზაციის სისტემის დაერთებას მთავარ ქსელზე, შესაბამისი ნორმებისა და სტანდარტების დაცვით, პროექტით გათვალისწინებული ყველა ელემენტის მონტაჟს, დაკავშირებას, გამართვასა და ჩაბარებას.

ტენდერში მონაწილეობის პირობები:

  • მონაწილეს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კანალიზაციის სისტემების დაერთებაში;
  • მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტები;
  • აუცილებელია კვალიფიციური ტექნიკური პერსონალის არსებობა;
  • სამუშაოები უნდა შესრულდეს მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების დაცვით.

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს:

  • კომოერციულ წინადადებას დღგ-ს ჩათვლით;
  • სამუშაოების შესრულების ვადას;
  • საგარანტიო პირობებს შესრულებულ სამუშაოებზე;
  • შესრულებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალს;
  • რეკომენდაციებს (არსებობის შემთხვევაში).

დოკუმენტაცია: ტენდერს თან ერთვის პროექტი და GWP-ის ნებართვა, რომლის საფუძველზეც უნდა მომზადდეს ფასობრივი წინადადება.

წინადადებების წარდგენის ფორმა: სატენდერო წინადადებები მიიღება ელექტრონულად Procurement@yorktowers.com ელ-ფოსტაზე, 2025 წლის 26 დეკემბრის 18:00 საათამდე.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ადმინისტრაციული საკითხები - 577 68 94 74
ტექნიკური საკითხები - 599 507 060

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
  • 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები
შეკითხვები