26 დეკემბერი 2025, 18:00
სტატუსი:
მიმდინარეT29123 - ტენდერი მთავარ ქსელზე კანალიზააცის დაერთების სამუშაოების შესყიდვაზე
- გამომცხადებელი: York Holding Group
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 26 დეკემბერი 2025 დრო 18:00
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია "იორკ ჰოლდინგ გრუპი" აცხადებს ტენდერს მთავარ ქსელზე კანალიზაციის დაერთების სამუშაოებზე.
ობიექტი: თბილისი, ლისის მიმდებარე ტერიტორია, ხომლის ქუჩა ნომერი 20 (ე.წ ლისი პერსპექტივის პროექტი)
ტენდერის საგანი: კანალიზაციის დაერთება მთავარ ქსელზე, შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.
სამუშაოების მოცულობა (ზოგადი აღწერა): სამუშაოების მოცულობა მოიცავს კანალიზაციის სისტემის დაერთებას მთავარ ქსელზე, შესაბამისი ნორმებისა და სტანდარტების დაცვით, პროექტით გათვალისწინებული ყველა ელემენტის მონტაჟს, დაკავშირებას, გამართვასა და ჩაბარებას.
ტენდერში მონაწილეობის პირობები:
- მონაწილეს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კანალიზაციის სისტემების დაერთებაში;
- მონაწილემ უნდა წარმოადგინოს კომპანიის სარეგისტრაციო დოკუმენტები;
- აუცილებელია კვალიფიციური ტექნიკური პერსონალის არსებობა;
- სამუშაოები უნდა შესრულდეს მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების დაცვით.
სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს:
- კომოერციულ წინადადებას დღგ-ს ჩათვლით;
- სამუშაოების შესრულების ვადას;
- საგარანტიო პირობებს შესრულებულ სამუშაოებზე;
- შესრულებული ანალოგიური პროექტების ჩამონათვალს;
- რეკომენდაციებს (არსებობის შემთხვევაში).
დოკუმენტაცია: ტენდერს თან ერთვის პროექტი და GWP-ის ნებართვა, რომლის საფუძველზეც უნდა მომზადდეს ფასობრივი წინადადება.
წინადადებების წარდგენის ფორმა: სატენდერო წინადადებები მიიღება ელექტრონულად Procurement@yorktowers.com ელ-ფოსტაზე, 2025 წლის 26 დეკემბრის 18:00 საათამდე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ადმინისტრაციული საკითხები - 577 68 94 74
ტექნიკური საკითხები - 599 507 060
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
- 90400000 ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებული მომსახურებები