ჩაბარების ვადა:

7 თებერვალი 2026, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T29346 - ტენდერი ენერგობლოკი №3-ის 18/6კვ-ის ტრანსფორმატორი 23ტ-ს (ТДН-15000/35) საშემკეთებლო სამუშაოებზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 7 თებერვალი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია, წინადადებების მიღების ვადად განისაზღვრა 7 თებერვალი, 17:00 საათი.

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს:

ენერგობლოკი №3-ის 18/6კვ-ის ტრანსფორმატორი 23ტ-ს (ТДН-15000/35) საშემკეთებლო სამუშაოებზე - #15/01-GIEC-TPP/T23T-26.

სამუშაოების აღწერილობა წარმოდგენილია დანართის სახით:

  • დანართი 1. ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა
  • დანართი 2. ტრანსფორმატორის გამოცდის ოქმები

მისამართი: გარდაბანი, დ. აღმაშენებელის ქ., 2

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:

  • კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
  • ნფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
  • ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
  • ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.

გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:

  • ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
  • ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
  • კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება მსგავს სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი). 

შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, პეკინის გამზ. N34/ ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „18/6კვ-ის ტრანსფორმატორი 23ტ-ს (ТДН-15000/35) საშემკეთებლო სამუშაოები” და ნომერი - #15/01-GIEC-TPP/T23T-26, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.

ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი:

კარლო გახოკია
ტელ: 599 09 99 91

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის, 7 თებერვალი, 17:00 სთ.

შეთავაზების ვალუტა: ლარი.

ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:

კახაბერ უნგიაძე
ელექტრო საამქროს უფროსი
ტელ.: 599 50 37 35

ტენდერის კატეგორია:

  • 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
  • 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება
შეკითხვები