7 თებერვალი 2026, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT29346 - ტენდერი ენერგობლოკი №3-ის 18/6კვ-ის ტრანსფორმატორი 23ტ-ს (ТДН-15000/35) საშემკეთებლო სამუშაოებზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 7 თებერვალი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს:
ენერგობლოკი №3-ის 18/6კვ-ის ტრანსფორმატორი 23ტ-ს (ТДН-15000/35) საშემკეთებლო სამუშაოებზე - #15/01-GIEC-TPP/T23T-26.
სამუშაოების აღწერილობა წარმოდგენილია დანართის სახით:
- დანართი 1. ჩასატარებელი სამუშაოების მოცულობა
- დანართი 2. ტრანსფორმატორის გამოცდის ოქმები
მისამართი: გარდაბანი, დ. აღმაშენებელის ქ., 2
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინეთ:
- კომერციული წინადადება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით;
- ინფორმაცია გადახდის პირობების შესახებ;
- ავანსის მოთხოვნის შემთხვევაში მომწოდებელი იტოვებს უფლებას მოითხოვოს საბანკო გარანტია მოთხოვნილი თანხის ოდენობაზე;
- ინფორმაცია საგარანტიო ვადებსა და პირობებზე.
გამარჯვებულის გამოვლენის შემდგომ დამკვეთი იტოვებს უფლებას პრეტენდენტს მოსთხოვოს:
- ცნობა, რომ პრეტენდენტი არ არის ჩართული სასამართლო პროცესში და არ მიმდინარეობს მისი გაკოტრება, რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
- ცნობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან პირის მიმართ საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის არარსებობის შესახებ;
- კომპანიის გამოცდილების არსებობის დადასტურება მსგავს სამუშაოებზე (არანაკლებ 1 წელი).
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, პეკინის გამზ. N34/ ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - „18/6კვ-ის ტრანსფორმატორი 23ტ-ს (ТДН-15000/35) საშემკეთებლო სამუშაოები” და ნომერი - #15/01-GIEC-TPP/T23T-26, პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
ასევე, მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი:
კარლო გახოკია
ტელ: 599 09 99 91
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის, 7 თებერვალი, 17:00 სთ.
შეთავაზების ვალუტა: ლარი.
ტექნიკურ საკითხებზე საკონტაქტო პირი:
კახაბერ უნგიაძე
ელექტრო საამქროს უფროსი
ტელ.: 599 50 37 35
ტენდერის კატეგორია:
- 31100000 ელექტროძრავები, გენერატორები და ტრანსფორმატორები
- 50800000 სხვადასხვა სახის სარემონტო (შესაკეთებელი) სამუშაოები და ტექნიკური მომსახურება