6 ოქტომბერი 2017, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT2943 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შეძენაზე
ტენდერის აღწერილობა:
შპს „მულტიპროფილური ჰოსპიტალი - მედიქალ სიტი და ინფექციურ დაავადებათა მართვის ცენტრი“ აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შეძენაზე.
მომსახურების სახე: კომპიუტერული ტექნიკის მოწოდება ერთი წლის განმავლობაში პერიოდულად მოთხოვნის შესაბამისად. მოწოდების ადგილი ქ. ქუთაისი.
მოწოდებული საქონლის საგარანტიო ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 (ერთი) წლისა.
შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა და ერთი წლის განმავლობაში მოსაწოდებელი რაოდენობა და მოწოდების პირობები გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.
ანგარიშსწორება მომწოდებელთან განხორციელდეს ყოველი მოწოდებიდან 5 დღის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:
- ფასები (დღგ–ს ჩათვლით) მოცემული დანართის (თანდართული ფაილის) მიხედვით;
- ანგარიშსწორების პირობები ;
- მოწოდების ვადები (მოთხოვნიდან რა ვადაში იქნება მოწოდებული) და პირობები (მოწოდება ქ. ქუთაისში);
- შევსებული და ხელმოწერილი დებულება (იხ. თანდართული დოკუმენტი);
საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში
კონვერტზე უნდა მიუთითოთ:
- ტენდერის დასახელება;
- თქვენი კომპანიის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
- მიმღების დასახელება (შპს „მულტიპროფილური ჰოსპიტალი - მედიქალ სიტი და ინფექციურ დაავადებათა მართვის ცენტრი“);
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;
ტენდერის ჩაბარების პირობები:
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 6 ოქტომბერი, 17.00 სთ.
ტენდერის შინაარსთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ: შპს „მულტიპროფილური ჰოსპიტალი - მედიქალ სიტი და ინფექციურ დაავადებათა მართვის ცენტრი“-ს საინფორმაციო ბაზის ადმინისტრატორს ბატონ აპოლონ ფოჩხუას.
მის.: ქ.ქუთაისი, ფოთის ქუჩა N40
ტელ.: 571146432
ელ.ფოსტა: ripci-qutaisi@mail.ru
ტენდერის კატეგორია:
- 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები