ჩაბარების ვადა:

6 ოქტომბერი 2017, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T2943 - ტენდერი კომპიუტერული ტექნიკის შეძენაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა: 

შპს „მულტიპროფილური ჰოსპიტალი - მედიქალ სიტი და ინფექციურ დაავადებათა მართვის ცენტრი“ აცხადებს ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შეძენაზე.

მომსახურების სახე: კომპიუტერული ტექნიკის მოწოდება ერთი წლის განმავლობაში პერიოდულად მოთხოვნის შესაბამისად. მოწოდების ადგილი ქ. ქუთაისი.

მოწოდებული საქონლის საგარანტიო ვადა უნდა იყოს არანაკლებ 1 (ერთი) წლისა.

შესასყიდი პროდუქციის დეტალური აღწერილობა და ერთი წლის განმავლობაში მოსაწოდებელი რაოდენობა და მოწოდების პირობები გთხოვთ იხილოთ თანდართულ ფაილში.

ანგარიშსწორება მომწოდებელთან განხორციელდეს ყოველი მოწოდებიდან 5 დღის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში წარმოსადგენი საბუთების ნუსხა:

  • ფასები (დღგ–ს ჩათვლით) მოცემული დანართის (თანდართული ფაილის) მიხედვით;
  • ანგარიშსწორების პირობები ;
  • მოწოდების ვადები (მოთხოვნიდან რა ვადაში იქნება მოწოდებული) და პირობები (მოწოდება ქ. ქუთაისში);
  • შევსებული და ხელმოწერილი დებულება (იხ. თანდართული დოკუმენტი);

საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს დალუქულ კონვერტში

კონვერტზე უნდა მიუთითოთ:

  • ტენდერის დასახელება;
  • თქვენი კომპანიის დასახელება;
  • საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, იურიდიული მისამართი);
  • მიმღების დასახელება (შპს „მულტიპროფილური ჰოსპიტალი - მედიქალ სიტი და ინფექციურ დაავადებათა მართვის ცენტრი“);
  • ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე;

ტენდერის ჩაბარების პირობები:

სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2017 წლის 6 ოქტომბერი, 17.00 სთ.

ტენდერის შინაარსთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ: შპს „მულტიპროფილური ჰოსპიტალი - მედიქალ სიტი და ინფექციურ დაავადებათა მართვის ცენტრი“-ს საინფორმაციო ბაზის ადმინისტრატორს ბატონ აპოლონ ფოჩხუას.
მის.: ქ.ქუთაისი, ფოთის ქუჩა N40
ტელ.: 571146432
ელ.ფოსტა: ripci-qutaisi@mail.ru 

ტენდერის კატეგორია:

  • 30200000 კომპიუტერული მოწყობილობები და აქსესუარები