ჩაბარების ვადა:

6 თებერვალი 2026, 17:00

სტატუსი:

დასრულებული

T29444 - ტენდერი ბჟუჟა ჰესზე სათავე ნაგებობაზე სეგმენტური ფარის ძირის შეკეთებისთვის სამუშაოების შესრულებაზე

  • გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
  • შესყიდვის ტიპი: განცხადება
  • წინადადების მიღება მთავრდება: 6 თებერვალი 2026 დრო 17:00

დარჩენილია

-

დღე

:

-

სთ

:

-

წთ

:

-

წმ

ტენდერის აღწერილობა:

შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს: 

ბჟუჟა ჰესზე სათავე ნაგებობაზე სეგმენტური ფარის ძირის შეკეთებისთვის  სამუშაოების შესრულებაზე  # 21/01-GIEC-Hydro/BJUJA/Pari.

მომსახურების/სამუშაოს აღწერა:

  • სამუშაოს ჩასატარებლად საჭირო სამოქმედო არიალში წყლის მაქსიმალურად მოშორება.
  • ადგილზე არსებული სარეზერვო ფარების(შანდორების) გაწყობა 3ცალის რაოდენობით . ფარებზე შემამჭიდროებელი რეზინების დაყენება წყლის შესაჩერებლად.
  • ფარების ასაწევი მექანიზმების გაწყობა ბაგირების შეცვლით.
  • სარეზერვო შანდორებზე შემამჭიდროებელი დამამაგრებელი ხის ბალკების შეცვლა და მასზე შემამჭიდროებელი რეზინების დაყენება
  • სარეზერვო შანდორების ჩაშვება სეგმენტური ფარის წინ წყლის მაქსიმალურად შემცირება. საჭიროების შემთხვევაში ქვიშის ჩაყრა სპეცტექნიკით შანდორების წინა მხარეს.
  • სეგმენტური ფარის გაღება და სამუშაოს მომზადება.
  • სეგმენტური ფარის სიგრძე 6,20მ ამ სიგრძეზე 60-70სმ სიგანის ბეტონის ამოჭრა, არმირების მოწყობა და 8მმ ფოლადის ლისტის მოწყობა დაანკერება, დაბეტონება სპეციალური წებოს, წყალგამძლე მაღალი მარკის ცემენტის მოტანა და დაბეტონება.
  • ფარზე რეზინის შეცვლა და სამაგრის მომზადება ისეთნაირად რომ ფარის საყრდენი და დაბეტონებული ძირი ემთხვეოდეს ერთმანეთს წყლის იდეალურად შესამცირებლად.
  • სარეზერვო შანდორების ამოღება და მითითებულ ადგილას დასაწყობება. 

მისამართი:  ოზურგეთის რაიონი, სოფელი შემოქმედი

სამუშაოების შესრულების საორიენტაციო ვადა: 2026 წლის თებერვალი-მარტი

 შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, პეკინის გამზ. N34/ ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება ბჟუჟა ჰესზე სათავე ნაგებობაზე სეგმენტური ფარის ძირის შეკეთებისთვის სამუშაოების შესრულებაზე  

# 21/01-GIEC-Hydro/BJUJA/Pari

ასევე გარკვევით ეწეროს პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.

გთხოვთ მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: ბესიკ კუბლაშვილი ტელ: 599 516 979 

ტექნიკურ საკითხებზე დაუკავშირდით:

თენგიზ გოგელიას
ტელ:599211909
 

სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის, 6 თებერვალი,  17:00 სთ.

შეთავაზების ვალუტა: ლარი. 

ტენდერის კატეგორია:

  • 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
  • 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები
შეკითხვები