6 თებერვალი 2026, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT29444 - ტენდერი ბჟუჟა ჰესზე სათავე ნაგებობაზე სეგმენტური ფარის ძირის შეკეთებისთვის სამუშაოების შესრულებაზე
- გამომცხადებელი: საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია
- შესყიდვის ტიპი: განცხადება
- წინადადების მიღება მთავრდება: 6 თებერვალი 2026 დრო 17:00
ტენდერის აღწერილობა:
შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“ აცხადებს ტენდერს:
ბჟუჟა ჰესზე სათავე ნაგებობაზე სეგმენტური ფარის ძირის შეკეთებისთვის სამუშაოების შესრულებაზე # 21/01-GIEC-Hydro/BJUJA/Pari.
მომსახურების/სამუშაოს აღწერა:
- სამუშაოს ჩასატარებლად საჭირო სამოქმედო არიალში წყლის მაქსიმალურად მოშორება.
- ადგილზე არსებული სარეზერვო ფარების(შანდორების) გაწყობა 3ცალის რაოდენობით . ფარებზე შემამჭიდროებელი რეზინების დაყენება წყლის შესაჩერებლად.
- ფარების ასაწევი მექანიზმების გაწყობა ბაგირების შეცვლით.
- სარეზერვო შანდორებზე შემამჭიდროებელი დამამაგრებელი ხის ბალკების შეცვლა და მასზე შემამჭიდროებელი რეზინების დაყენება
- სარეზერვო შანდორების ჩაშვება სეგმენტური ფარის წინ წყლის მაქსიმალურად შემცირება. საჭიროების შემთხვევაში ქვიშის ჩაყრა სპეცტექნიკით შანდორების წინა მხარეს.
- სეგმენტური ფარის გაღება და სამუშაოს მომზადება.
- სეგმენტური ფარის სიგრძე 6,20მ ამ სიგრძეზე 60-70სმ სიგანის ბეტონის ამოჭრა, არმირების მოწყობა და 8მმ ფოლადის ლისტის მოწყობა დაანკერება, დაბეტონება სპეციალური წებოს, წყალგამძლე მაღალი მარკის ცემენტის მოტანა და დაბეტონება.
- ფარზე რეზინის შეცვლა და სამაგრის მომზადება ისეთნაირად რომ ფარის საყრდენი და დაბეტონებული ძირი ემთხვეოდეს ერთმანეთს წყლის იდეალურად შესამცირებლად.
- სარეზერვო შანდორების ამოღება და მითითებულ ადგილას დასაწყობება.
მისამართი: ოზურგეთის რაიონი, სოფელი შემოქმედი
სამუშაოების შესრულების საორიენტაციო ვადა: 2026 წლის თებერვალი-მარტი
შემოთავაზება უნდა იყოს შედგენილი ქართულ ენაზე და წარდგენილ იქნას დალუქული კონვერტით დამკვეთის მისამართზე - თბილისი, პეკინის გამზ. N34/ ალ. ყაზბეგის გამზ. N2ა, 0160. კონვერტზე აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ტენდერის დასახელება - ბჟუჟა ჰესზე სათავე ნაგებობაზე სეგმენტური ფარის ძირის შეკეთებისთვის სამუშაოების შესრულებაზე
# 21/01-GIEC-Hydro/BJUJA/Pari
ასევე გარკვევით ეწეროს პრეტენდენტის შესახებ ინფორმაცია და საკონტაქტო ინფორმაცია.
გთხოვთ მიუთითეთ კონვერტზე ადრესატი: ბესიკ კუბლაშვილი ტელ: 599 516 979
ტექნიკურ საკითხებზე დაუკავშირდით:
თენგიზ გოგელიას
ტელ:599211909
სატენდერო წინადადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის, 6 თებერვალი, 17:00 სთ.
შეთავაზების ვალუტა: ლარი.
ტენდერის კატეგორია:
- 45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები
- 45300000 სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები