ჩაბარების ვადა:
16 ოქტომბერი 2017, 18:00
სტატუსი:
დასრულებულიT2969 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.
ტენდერის აღწერილობა:
კომპანია RMG აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვის მიზნით.
- ლოტი №1- ბენზინის შესყიდვა
- ლოტი №2 - საბარათე სისტემით ბენიზინის შესყიდვა
- ლოტი №3 - საბარათე სისტემით დიზელის საწვავის შესყიდვა
ტენდერში მონაწილე კომპანიებმა შესაძლებელია სატენდერო წინადადება წარმოგვიდგინონ როგორც სამივე ლოტზე ერთად, ისე ცალ-ცალკე.
ტენდერი ჩატარდება 1 ლიტრ საწვავის ფასზე
დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.
- პირველ ეტაპზე, ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა, გთხოვთ, თქვენი ინტერესი გამოხატოთ წერილობით, საკონტაქტო მონაცემებისა და უფლებამოსილი პირის შესახებ ინფორმაციის მითითებით
- აღნიშნული ინფორმაცია, გთხოვთ მოგვაწოდოთ 06.10.2017-მდე, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com
მეორე ეტაპზე, კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:
- პროდუქციის ფასი;
- ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
- ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
- დოკუმენტაცია ბოლო სამი წლის ბრუნვის შესახებ;
- რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
- პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.
ტენდერის ჩაბარების პირობები:
- სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, სატენდერო კომისიის მდივნის ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
- სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტორნული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com
- ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com
- კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
- ინტერესის გამოხატვის ბოლო ვადაა- 06.10.2017
- წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 16.10.2017
ტენდერის კატეგორია:
- 09100000 საწვავი