ჩაბარების ვადა:

16 ოქტომბერი 2017, 18:00

სტატუსი:

დასრულებული

T2969 - ტენდერი საწვავის შესყიდვაზე

გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში განხორციელდა ცვლილება. გთხოვთ იხილოთ განახლებული ინფორმაცია.

ტენდერის აღწერილობა:

კომპანია RMG აცხადებს ტენდერს საწვავის შესყიდვის მიზნით.

  • ლოტი №1- ბენზინის შესყიდვა
  • ლოტი №2 - საბარათე სისტემით ბენიზინის შესყიდვა
  • ლოტი №3 - საბარათე სისტემით დიზელის საწვავის შესყიდვა

ტენდერში მონაწილე კომპანიებმა შესაძლებელია სატენდერო წინადადება წარმოგვიდგინონ როგორც სამივე ლოტზე ერთად, ისე ცალ-ცალკე.

ტენდერი ჩატარდება 1 ლიტრ საწვავის ფასზე

დეტალური ინფორმაცია გთხოვთ, იხილოთ მიმაგრებულ დოკუმენტში.

  • პირველ ეტაპზე, ტენდერში მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა, გთხოვთ, თქვენი ინტერესი გამოხატოთ წერილობით, საკონტაქტო მონაცემებისა და უფლებამოსილი პირის შესახებ ინფორმაციის მითითებით
  • აღნიშნული ინფორმაცია, გთხოვთ მოგვაწოდოთ 06.10.2017-მდე, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com 

მეორე ეტაპზე, კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ სატენდერო წინადადება, სადაც მოცემული უნდა იყოს:

  • პროდუქციის ფასი;
  • ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული პროდუქციის მწარმოებლის მიერ გაცემული ხარისხის დამადასტურებელი სერთიფიკატები;
  • ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მესაკუთრეთა მითითებით;
  • ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან იურიდიული პირის ქონებაზე საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ.
  • დოკუმენტაცია ბოლო სამი წლის ბრუნვის შესახებ;
  • რეკვიზიტები (მისამართები, როგორც იურიდიული ასევე ფიზიკური, ფაქტიური, ელექტრონული მისამართი, საბანკო რეკვიზიტები და სხვა.)
  • პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადება თანმხლები დოკუმენტაციით უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

  • სატენდერო წინადადება უნდა იყოს წარმოდგენილი დალუქული კონვერტით, სატენდერო კომისიის მდივნის ლილე პირველის სახელზე, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ალექსიძის #1 შესახვევი III
  • სატენდერო წინადადება ასევე შეგიძლიათ მოგვაწოდოთ კოდირებული ელექტორნული ფოსტის საშუალებით, ელ.ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com  
  • ტენდერთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებისათვის შეგიძლიათ მიმართოთ სატენდერო კომისიის მდივანს ელ. ფოსტაზე - LPirveli@richmetalsgroup.com  
  • კონვერტს უნდა ეწეროს პრეტენდენტის სახელი და ტენდერის დასახელება.
  • ინტერესის გამოხატვის ბოლო ვადაა- 06.10.2017
  • წინადადებების მიღების ბოლო ვადაა - 16.10.2017

ტენდერის კატეგორია:

  • 09100000 საწვავი