28 იანვარი 2015, 17:00
სტატუსი:
დასრულებულიT298 - ტენდერი თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფაზე
სს ბანკი „რესპუბლიკა“ ჯგუფი სოსიეტე ჟენერალი, აცხადებეს ტენდერს ბანკი "რესპუბლიკის" სათაო ოფისის თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფაზე.
სატენდერო პროცესთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ განაცხადზე თანდართულ ფაილში.
- ბანკი რესპუბლიკის სათაო ოფისის თანამშრომელთა რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 500 ადამიანს
- თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფაზე მომსახურების გაწევა უნდა მოხდეს ყოველ სამუშაო დღეს (შაბათ-კვირის და უქმე დღეების გარდა) მინიმუმ შემდეგ საათებში: 12:00–დან 16:00 საათამდე
- ბანკი გაითვალისწინებს ზემოაღნიშნულთან დაკავშირებულ ნებისმიერი სხვა სახის ინფორმაციას, რომლის დამატებით წარმოდგენასაც პრეტენდენტი ჩათვლის მიზანშეწონილად
- ტენდერი ერთ ეტაპიანია
- შემოთავაზება უნდა მომზადდეს ქართულ ან/და ინგლისურ ენაზე
- სატენდერო წინადადების წარმოდგენით პრეტენდენტი კისრულობს ვალდებულებას, წინადადების წარდგენიდან 6 თვის განმავლობაში ბანკის მიერ გამარჯვებულად პრეტენდენტის დასახელების/გამოცხადების შემთხვევაში, თუ ბანკის მიერ სხვაგვარად არ იქნება გადაწყვეტილი, ბანკთან გააფორმოს ხელშეკრულება შემდეგი პირობებით
- სატენდერო წინადადებაში მითითებული ფასები და პირობები, თუ პრეტენდენტის და ბანკის მოლაპარაკებების შედეგად მხარეები სხვა პირობებზე არ შეთანხმდებიან
- ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება სანქციები სახელშეკრულებო ვალდებულებების თითოეული დარღვევისათვის, მათ შორის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ფასების ცვლილების, არაჰიგიენური მომსახურების, პროდუქციის ხარისხის გაუარესების და სხვა მსგავსი დარღვევების გამოვლენისათვის
- ხელშეკრულება დაიდება ბანკის სტანდარტული ფორმით, მასში გათვალისწინებული იქნება დავების კერძო არბიტრაჟში (შპს „დავების განმხილველი ცენტრი“) განხილვის წესი, გამარჯვებულ პრეტენდენტთან ელექტრონული ფოსტით კომუნიკაციის შესაძლებლობა
სატენდერო განაცხადი ასევე უნდა მოიცავდეს წინადადების ელექტრონული ვერსია (CD-ROM/Flash Card), რომელიც ბანკ რესპუბლიკას ეგზავნება დალუქული კონვერტით შემდეგ მისამართზე:
საქართველო, თბილისი, გრ. აბაშიძის ქ. N2
გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი მონაცემები:
- კომპანიის დასახელება
- საკონტაქტო ინფორმაცია (საკონტაქტო პირი, ტელეფონი, მისამართი)
- ტენდერის დასახელება – ტენდერი „ბანკი ,,რესპუბლიკის“ სათაო ოფისის თანამშრომლების კვებით უზრუნველყოფაზე”
- ხელმოწერა და კომპანიის ბეჭედი კონვერტის დალუქვის ადგილზე
შემოთავაზების წარმოდგენის ბოლო ვადა: 28 იანვარი, 2015 წ. 17:00 საათი
ტენდერის მსვლელობასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მიმართოთ:
კონსტანტინე მეტრეველს – შესყიდვების უფროსი ოფიცერი
ტელ: 292 55 55 (1716); ელ–ფოსტა: konstantine.metreveli@republic.ge